fbpx

ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში “პოეზიის საღამო” გაიმართა

დღეს, ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში “პოეზიის საღამო” გაიმართა. ადგილობრივმა ახალგაზრდებმა: მარიამ შავაძემ, თათია მსხვილიძემ, გიორგი გიქოშვილმა, ნინო ივანიძემ და ბექა ბაშარულმა, როგორც საკუთარი შემოქმედებიდან, ასევე ცნობილი და ყველასათვის საყვარელი პოეტების ლექსები წაუკითხეს დამსწრეებს.

,,პოეზიის საღამოს” ორგანიზატორობა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ხასიათის ღონისძიებას ინტენსიური ხასიათი ექნება და სამომავლოდაც გაიმართება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება