fbpx

შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის-ირაკლი ღარიბაშვილი

შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება, ერთობლივი ძალსიხმევით ვებრძოლოთ არსებულ გამოწვევებს და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყენის სტაბილურ განვითარებაზე , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გლობალური პანდემიის პირობებში განხორციელებული ეს ვიზიტი ცხადყოფს ევროკავშირის მზაობას გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა კომპლექსური რეფორმების გზაზე.

„მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო შარლ მიშელს. ჩვენ მისი სტუმრობით მოხარულები ვართ. მინდა აღვნიშნო, რომ შარლ მიშელი პირველად ეწვია ჩვენს ქვეყანას და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დადასტურება ჩვენი ქვეყნის მეგობრის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ევროკავშირის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა იმის, რომ ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.

გლობალური პანდემიის პირობებში განხორციელებული ეს ვიზიტი ცხადყოფს ევროკავშირის მზაობას გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა იმ კომპლექსური რეფორმების გზაზე, რომელმაც საბოლოოდ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე უნდა მიგვიყვანოს. შარლ მიშელს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ჩვენი, საქართველოსა და ქართველოი ხალხის ერთგულება ევროპული მისწრაფებებისა და ღირებულებებისადმი.

მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრისას ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი და შევეხეთ არაერთ საკითხსა და ასპექტს, რომელიც ჩვენ ქვეყანას აწუხებს. ასევე, ჩვენ აღვნიშნეთ რომ ევროპული ოჯახის წევრობა არ არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური ხედვის ნაწილი, არამედ ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და ჩვენ ამ ღირებულებების ერთგულები ვართ.

ჩვენ შეხვედრისას ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი. ბუნებრივია ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. მას დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება და ერთობლივი ძალსიხმევით ვებრძოლოთ არსებულ გამოწვევებს და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყენის სტაბილურ განვითარებაზე. მინდა მადლობა გადავუხადო მას ევროკავშირის აქტიური ჩართულობისთვის და იმ დახმარებისთვის, რომელსაც ისინი ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისთვის გვიწევენ. განსაკუთრებით, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება