fbpx

ყველას ვიწვევ დღეს საღამოს შევხვდეთ – დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე -შარლ მიშელი

ვროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრას სთავაზობს.

ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრირაკლი ღარიბაშვილთან   შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩემი გზავნილი ის გახლავთ, რომ ახლა და აქ, მე მაწუხებს ძალიან ის გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოში არსებობს. არსებული პოლარიზაცია და კრიზისი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველომ წლების განმავლობაში მოიპოვა ეს დემოკრატია და ეს ყველაფერი თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში და თქვენი კოლეგების ძალისხმევითაც და ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევითაც უნდა გამოსწორდეს, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები და ასევე, გამოწვევებს გაუსწოროს თვალი და საქართველოს ინტერესებისთვის იმოქმედოს. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს და მე ყველას გიწვევთ, რომ დღეს საღამოს შეხვდეთ! დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე და პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა! ეს პროცესი რამდენიმე საკითხს მოაგვარებს. ეს არის სასამართლო სისტემის რეფორმა, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო. საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოსადმი ნდობის გამოხატვა, ეს მნიშვნელოვანი ასპექტია და ყველამ ვიცით, რომ კონკრეტული საქმეები უნდა იქნას მოგვარებული. ასევე მოგიწოდებთ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და მეტი ამბიციებით განახორციელოთ რეფორმები, ამას დასჭირდება თქვენი ლიდერული პოზიცია, ყველამხრივ ჩართულობა და კომპრომისებზე წასვლა. ეს არის ის გზა და ის დემოკრატიული ფორმატი, რომელიც მოგვიტანს კეთილდღეობას და კიდევ უფრო ძლიერი პარტნიორობა შედგება საქართველოსა და ევროკავშირს შორის“,- განაცხადა შარლ მიშელმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება