fbpx

შალვა პაპუაშვილი: „შავი ფული“ ისეთი უნდა, ოპოზიციაში რომ არის და ხან კვიპროსიდან რომ მოაქვთ და ხან ლონდონიდან, კეზერაშვილისგან რომ იღებენ ევროპელი პენსიონერებისთვის წართმეულ ფულს

„შავი ფული“ ისეთი უნდა, ოპოზიციაში რომ არის და ხან კვიპროსიდან რომ მოაქვთ და ხან ლონდონიდან. სულ ახლახან იყვნენ ერთ და მეორე ქვეყანაში ჩასულები და კეზერაშვილისგან რომ იღებენ ევროპელი პენსიონერებისთვის წართმეულ ფულს – ეს არის „შავი ფული“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„ამ „შავი ფულის“ საქართველოში ტრანსპორტირებაში რომ არიან ჩართულები და ზოგიერთ ასეთ ოლიგარქს რომ თავშესაფარი აქვს მიღებული, ეს არის პრობლემა და ამას უნდა ვებრძოლოთ. „შავი ფული“ არასამთავრობო სექტორშიც ტრიალებს. მოწყობილია ყალბი სქემები ზოგიერთ პარტიასთან, ოპოზიციური პარტიების უმეტესობას აქვს მათთან პირდაპირ დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან. რა თქმა უნდა, როდესაც უცხოეთიდან ფინანსდება პოლიტიკური ორგანიზაცია, ის საქართველოს ინტერებს არ ატარებს. ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა, რომ ოპოზიციაში არის ფული, რომელიც შემოდის საზღვარგარეთიდან“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პოლიტიკურმა პარტიებმა იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებები შესაძლოა ვეღარ მიიღონ. ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის, რომლის თანახმადაც იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალებათ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება