fbpx

შალვა პაპუაშვილი: პოლარიზაცია პრობლემა არის მაშინ, როდესაც სახელმწიფოსა და ხელისუფლებას არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი, საქართველოში ასეთი რამ არ არის, ჩვენ გვაქვს მყარი უმრავლესობა

რაც შეეხება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური განცხადებებისა და ინსტრუმენტების მიერთების მაჩვენებელს, ეს უფრო სამთავრობო კომპეტენცია გახლავთ. სამოქმედო გეგმაშიც გაწერილია ის ნაბიჯები, რომელიც ამ მხრივ გადაიდგმება. ამ მხრივ კარგი სტატისტიკა აქვს, მათ შორის მიერთებასთან დაკავშირებით, საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კურირებს ამ საკითხს და თავისთავად ინსტიტუციურ ნაწილს. ზოგადად დეზინფორმაცია ისედაც არის ჩვენი ყურადღების ცენტრში და ამას ყოველდღიურად ჩვენი განცხადებებით ვებრძვით. დანარჩენი საკითხები, როგორც დეპოლარიზაცია, იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პარლამენტში თანამშრომლობას, ასევე სასამართლო საკითხები, საარჩევნო საკითხები, ანტიკორუფციული და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საკითხები, ყველაფერს განვიხილავთ დღეს სხდომაზე. საქართველოს გამოწვევა და პრობლემა არ არის პოლარიზაცია. პოლარიზაცია არის თანამედროვე პოლიტიკის ნაწილი, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული სიუხეშე დისკუსიაში ყველა ქვეყანაში შეიმჩნევა, მათ შორის სოციალური ქსელების ფართო გამოყენებიდან გამომდინარე. პოლარიზაცია პრობლემა არის მაშინ, როდესაც სახელმწიფოსა და ხელისუფლებას არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი. საქართველოში ასეთი რამ არ არის. ჩვენ გვაქვს მყარი უმრავლესობა პარლამენტში, მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებს. საქართველოში რაც არის პრობლემა ეს არის რადიკალიზაცია. ის, რომ ოპოზიციას არ სურს აღიაროს ხელისუფლების ლეგიტიმაცია და ის, რომ ოპოზიციას სურს სხვა მეთოდებით მოვიდეს ხელისუფლებაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება