fbpx

დავით ქართველიშვილი: საქართველო დღეს რჩება თავისი პარტნიორული და სამეკავშირეო ვალდებულებების ერთგული, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზაზე ის მზადაა ასევე მულტივექტორული ხასიათის ფართო თანამშრომლობისათვის

„საქართველომ არ უნდა თქვას უარი არც დასავლეთთან, არც აღმოსავლეთთან, არც სამხრეთთან და არც ჩრდილოეთთან პარტნიორული, საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე ქვეყნის სწრაფი და წარმატებული ეკონომიკური განვითარების მიზნით,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ის აღნიშნავს, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის მიზნით წარსულს უნდა ჩაბარდეს არა მხოლოდ ერთ რომელიმე ქვეყანაზე, არამედ თუნდაც ერთ რომელიმე გაერთიანებაზე მიბმის ტენდენცია.

„ზუსტად ეს არის საქართველოს განვითარების ძირითადი კონცეფცია, მსოფლიოს ახალი, მულტივექტორული გადაწყობის პირობებში გადარჩენისა და ეკონომიკური წინსვლის მიზნით წარსულს უნდა ჩაბარდეს არა მხოლოდ ერთ რომელიმე ქვეყანაზე, არამედ თუნდაც ერთ რომელიმე გაერთიანებაზე მიბმის ჩვენი ისტორიული და ხშირად, მწარე გამოცდილება.

საქართველომ არ უნდა თქვას უარი არც დასავლეთთან, არც აღმოსავლეთთან, არც სამხრეთთან და არც ჩრდილოეთთან პარტნიორული, საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე ქვეყნის სწრაფი და წარმატებული ეკონომიკური განვითარების მიზნით. ამ თანამშრომლობის შეჩერების თუ შეწყვეტის მხოლოდ ერთი ძირითადი კრიტერიუმი უნდა იყოს მისაღები მხედველობაში: თუ ის ავნებს ქვეყნის საბაზისო ფასეულობათა ერთობლიობას, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და მოსახლეობის ინტერესებს.

მულტივექტორულ სამყაროში NATO-ს წევრ თურქეთს, თუ მასთან ერთად EU წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე სერბეთს არანაირ ფასეულობით თუ მორალურ დისკომფორტს არ უქმნის პარალელურად ორგანიზაცია BRICS-თან მჭიდრო თანამშრომლობა და მასში გაერთიანების დეკლარირებული სურვილი.

საქართველო დღეს რჩება თავისი პარტნიორული და სამეკავშირეო ვალდებულებების ერთგული, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზაზე ის მზადაა ასევე მულტივექტორული ხასიათის ფართო თანამშრომლობისათვის,” – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება