fbpx

შალვა პაპუაშვილი ნიკა გვარამიაზე – ბოდიშის ნაცვლად ქართველ ხალხს პასუხად უბრუნებენ კვლავ რადიკალიზაციას, კვლავ იგივე რეჟიმის აღდგენის მუქარას

თავის დროზე, როდესაც ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას ჩამოაცილა მიხეილ სააკაშვილის ტირანული რეჟიმი, ხალხში იყო მოთხოვნები, ყოფილიყო პროცესი, რომელიც გაასამართლებდა იმ პერიოდის რეჟიმის შემოქმედებს. იცით, რომ მათ შორის გარედან მოხდა ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში იმისთვის, რომ დაეფარათ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი პასუხისმგებლობისგან – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც გვარამია ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სისტემური პრობლემები იყო.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, თავის დროზე გარედან ჩარევის გამო ვერ მოხდა მართლმსაჯულების აღსრულება.

მისივე თქმით, დღეს ქართველ ხალხს პასუხად უბრუნებენ კვლავ რადიკალიზაციას და იგივე რეჟიმის აღდგენის მუქარას.

„ჩვენ მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე ვხედავთ, როგორია ასეთი გარე ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში იმისთვის, რომ დამახინჯდეს, ხელი შეეშალოს მართლმსაჯულების აღსრულებას. ჩვენ ვხედავთ, რა ენერგია იხარჯება მიხეილ სააკაშვილზე ყალბი სტატიებით, ყალბი ექსპერტიზებით, უცხოელი პოლიტიკოსების ყალბი განცხადებებით და თქვენ წარმოიდგინეთ, რა სიტუაცია იყო ათი წლის წინ, როდესაც უფრო დიდი ტალღა იყო მაშინ იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელ მფარველებს აერიდებინათ მათვის დამსახურებული სასჯელი და სასამართლო. სამწუხაროდ, თავის დროზე გარედან ჩარევის გამო ვერ მოხდა მართლმსაჯულების აღსრულება, დღეს ბოდიშის ნაცვლად ქართველ ხალხს პასუხად უბრუნებენ კვლავ რადიკალიზაციას, კვლავ იგივე რეჟიმის აღდგენის მუქარას“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება