fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: “ნაცმოძრაობას“ აწყობს “მესამე ძალის” ანუ, შუაშისტების შექმნა საკუთარი თავის გადასარჩენად. სალომე ზურაბიშვილის “დაბარებებიც” მათი გეგმის ნაწილია

„ოპოზიციას ხმების გადასანაწილებლად ამომრჩეველი არ ჰყოფნის“, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ შემოკრებილი “ლელო”, გვარამია და გახარია აიღებენ იმდენ ხმას, რამდენსაც სააკაშვილი დათმობს მათთვის.

„ოპოზიციას ხმების გადასანაწილებლად ამომრჩეველი არ ჰყოფნის. ვისი შემოკრებაც დღეს მის ირგვლივ სურს სალომე ზურაბიშვილს, გვარამიას, “ლელოს”, გახარიას და სხვების ამომრჩეველი, გუშინ „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი იყო. ამიტომ, ისინი ყველანი ერთ სეგმენტს ინაწილებენ და ვერ გაინაწილეს, თუ ვის რამდენი პროცენტი ხვდება წილად. მეტი ხმის დამატების რესურსი მათ არა აქვთ.

სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ შემოკრებილი “ლელო”, გვარამია და გახარია აიღებენ იმდენ ხმას, რამდენსაც სააკაშვილი დათმობს მათთვის. ეს ყველა მისი ამომრჩეველია და მასზეა დამოკიდებული, თუ რამდენს გაუგზავნის ზურაბიშვილს ეგრეთ წოდებული “მესამე ძალის” შესაქმნელად.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნაცმოძრაობას აწყობს “მესამე ძალის”, ანუ შუაშისტების შექმნა საკუთარი თავის გადასარჩენად, მაშინ ადვილად მისახვედრია, რომ ეს პროცესი სწორედ მათთან შეთანხმებით თამაშდება. ზურაბიშვილის “დაბარებებიც” მათი გეგმის ნაწილია. მაგრამ აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სააკაშვილი ასე ადვილად სხვას არ ენდობა და ლიდერობაც ოპოზიციურ ფლანგზე არ ეთმობა. გარდა ამისა, მიშასთვის ისიც საფიქრალია, რომ ვინმეს ზედმეტი ამბიცია არ გაუჩნდეს. ამიტომ, მათ შორის, მოულოდნელი სიურპრიზებიც არ არის გამორიცხული.

შესაძლოა ვიღაცამ იკითხოს, რატომ ანაწილებენ ამ ხმებს, უკეთესი არ არის, რომ ისევ „ნაცმოძრაობამ აიღოს ყველა ხმა? საქმე იმაშია, რომ „ნაცმოძრაობა“ იმდენივე ხმებს, რაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში აიღო, ვეღარ აიღებს. რატომ? იმიტომ, რომ მათი ამომრჩეველი უკვე 12 წელია ელოდება, როდის გაიმარჯვებენ, ისინი კი ზედიზედ მარცხდებიან. ამიტომ, იმედგაცრუებული ამომრჩეველი საერთოდ რომ არ დაკარგონ, ურჩევნიათ ე.წ. “მესამე ძალისკენ” გაუშვან, რომლის ირგვლივაც ქმნიან ახალ მოლოდინებს. საბოლოო ჯამში კი, ეს ხმები მაინც ერთ ყულაბაში იყრება და ამით ისევ „ნაცმოძრაობა“ ძლიერდება.

მიუხედავად დიდი წვალებისა, შეუძლებელია ოპოზიციამ რაიმე შედეგს მიაღწიოს ან ახლა, ან არჩევნების შემდეგ, რისთვისაც აქედანვე ემზადებიან”, -წერს ჩიბურდანიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება