fbpx

შალვა პაპუაშვილი – „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენები ესაა ოლიგარქიის მავნე გავლენა ქართულ პოლიტიკაზე – მისი არაფორმალური მმართველი ოპოზიციას და მედიას ევროპელი პენსიონერების ფულით აფინანსებს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენები, სწორედ ესაა ოლიგარქიის მავნე გავლენა ქართულ პოლიტიკაზე – მისი გამოცხადებული ლიდერი უცხო ქვეყნის მოქალაქე და სისხლის სამართლის დამნაშავეა, არაფორმალური მმართველი – სისხლის სამართლის დამნაშავეა და ოპოზიციის პოლიტიკას და მედიას საქართველოში მისი ევროპელი პენსიონერების ფულით აფინანსებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს „მხოლოდ არითმეტიკული მნიშვნელობა აქვს და არანაირი შინაარსობრივი.“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენები, სწორედ ესაა ოლიგარქიის მავნე გავლენა ქართულ პოლიტიკაზე. ჩვენ ვხედავთ პირდაპირ, რომ ამ ბრძოლაში ოლიგარქიული ჯგუფები არიან ჩართულები. ამ პარტიაში შავი ფული ტრიალებს, გავლენები, უცხოური გავლენები მათ შორის. ამიტომაც ხდება ის, რაც ხდება. ძალიან კარგია იმიტომ, რომ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური წარმონაქმნი, რომელიც ქვეყნის გარედან არის სრულად მართული, მათ შორის, ფული ქვეყნის გარედან შემოდის, მისი გამოცხადებული ლიდერი უცხო ქვეყნის მოქალაქე და სისხლის სამართლის დამნაშავეა, არაფორმალური მმართველი – სისხლის სამართლის დამნაშავეა და მისი ევროპელი პენსიონერების ფულით აფინანსებს ოპოზიციის პოლიტიკას და მედიას საქართველოში. ეს ყველაფერი არის ოლიგარქიული მმართველობის მავნე გავლენა ქართულ პოლიტიკაში. ვნახოთ, როგორ განვითარდება [მოვლენები]. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ოლიგარქების ეს მავნე გავლენა შემცირდეს, მათ შორის, სხვა პარტიებშიც“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის განცხადებითვე, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ – ეს არის ერთი ღირებულებით მოქმედი დაჯგუფება, რომელიც პოლიტიკურად კორუმპირებული, მოძალადე და ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ არის მებრძოლი“. „ზოგადად, მთლიანად ამ პროცესს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხოლოდ არითმეტიკული მნიშვნელობა აქვს და არანაირი შინაარსობრივი. აქ არ არის დავა ღირებულებებზე, „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთივე მოძალადე პარტიებად რჩება, როგორიც ის იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთივე კორუმპირებულ პარტიად რჩება, როგორიც ის იყო თავიდანვე. „ნაციონალური მოძრაობა“ ისევე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი რჩება, როგორიც იყო. მიუხედავად იმისა, როგორ გაიყოფა. ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის, აქამდე „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვითომ გამოეყო, მერე ხედავთ, ისევ შეუერთდნენ. გამოეყო „სტრატეგია აღმაშენებელი, „დროა“, „გირჩი“, „ლელოს“ ნაწილი. ბევრი ვინც გამოეყო, ეს ხომ სინამდვილეში ფარსია. ღირებულებებით ისინი ერთნი არიან – „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ ეს არის ერთი ღირებულებით მოქმედი დაჯგუფება, რომელიც პოლიტიკურად კორუმპირებული, მოძალადე და ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლია. ნუ, საზოგადოება ამას ხედავს და არჩევნებზე ამას ეტყვის კიდევ ერთხელ უარს და კიდევ ერთხელ მიუჩენს თავის ადგილს აი ამ პოლიტიკურ დაჯგუფებებს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება