fbpx

შავ სიებზე იდგა ბოლშევიზმი, ფაშიზმი, მაო ძე დუნის, პოლპოტის, იან სმიტის და პინოჩეტის რეჟიმები-გია გაბრიჭიძე

გია გაბრიჭიძე – შავ სიებზე იდგა ბოლშევიზმი, ფაშიზმი, მაო ძე დუნის, პოლპოტის, იან სმიტის და პინოჩეტის რეჟიმები,ნაცმოძრაობა თავისი არსით ფაქტობრივად არ განსხვავდება ჩამოთვლილი ტოტალიტარული რეჟიმებისგან “შავი სიები იწერებოდა ნკვდ-ს, კგბ-ს, გესტაპოს, შტაზის და სხვა მოძალადე ორგანიზაციების კედლებში”- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია გაბრიჭიძე. როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, საყურადღებოა, იციან თუ არა დასავლელმა პარტნიორებმა “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებების შესახებ და ყოველივე ამის შემდეგ რეალურად ვის უჭერენ მხარს. “ნებისმიერმა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ ე.წ. შავი სიის შედგენა ყოვლად ამორალური და ტერორისკენ გადადგმული ნაბიჯია. შავი სიები იწერებოდა ნკვდ-ს, კგბ-ს, გესტაპოს, შტაზის და სხვა მოძალადე ორგანიზაციების კედლებში. შავ სიებზე იდგა ბოლშევიზმი, ფაშიზმი, მაო ძე დუნის, პოლპოტის, იან სმიტის და პინოჩეტის რეჟიმები. მორალისგან, ცივილურობისგან, ნორმალური მომავლისგან დაცლილ ამ სიმდაბლეზე შეიძლება უამრავი რამ თქვა და ისტორიაში საკმაოდ არის მაგალითები და ამ სიების შედგენის გამართლება ყოველთვის სახელმწიფოს მტრების წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლით იყო “შეფუთული” . ნაციონალური მოძრაობა თავისი არსით ფაქტობრივად არ განსხვავდება ზემოთ ჩამოთვლილი ტოტალიტარული რეჟიმებისგან. არ განსხვავდება ერთი მცირე ნიუანსის გარდა – მათ დღეს სახელმწიფოს მართვის ბერკეტები აღარ გააჩნიათ. ასეთ დროს კი შავი სიების შედგენა პირდაპირ ტერორში გადადის. საინტერესოა იციან თუ არა ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, აშშ-ს ელჩმა, ნაციონალური მოძრაობისა და მათთან აფილირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან “წითელი, თუ ყავისფერი” ტერორის დღევანდელი გამოვლინების შესახებ, რომელიც “დასავლური კურსის მოწინააღმდეგეთა” გამოვლენის ეგიდით არის შეფუთული? თუ იციან, ძალიან ცუდია, ხოლო თუ არ იციან, ურიგო არ იქნება დაინტერესდნენ და გაიგონ ვის უჭერენ მხარს”-წერს გაბრიჭიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება