fbpx

ამბოხებულების ლიდერი მუხტარ აბლიაზოვი და ევროპარალამენტარი ანა ფოტიგა

ფოტოზე საფრანგეთში მცხოვრები ყაზახი, ამბოხებულების ლიდერი, პარტია “ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანის”.. თავმჯდომარე – მუხტარ აბლიაზოვი და ანა ფოტიგა. შეგახსენებთ რომ

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მან პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, რომელიც ახლა ე.წ. ციხის საავადმყოფოშია, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ 12-13 ნოემბერს ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის მონახულება სცადა, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ მას დაწესებულებაში შესვლის ნებართვა არ მისცა. მოგვიანებით, იუსტიციის სამინისტრომ ანა ფოტიგას წერილი გამოაქვეყნა, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ წარსულში მას საქართველოში „პოლიტიკური პატიმრების“ მონახულების შესაძლებლობა ჰქონდა.

„როცა კონკრეტული, ერთი ევროპარლამენტარი წერს წერილს იუსტიციის მინისტრს და იქ ამბობს, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, თუ ადამიანი არ სცემს პატივს სახელწმიფოს, ბუნებრივია სახელმწიფოსგანაც იქნება შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქვეყნის ხელისუფლება ვერ ითანამშრომლებს „კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკურად მიკერძოებულ“ ადამიანებთან, ირაკლი კობახიძემ დასძინა, რომ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა იმ ადამიანების რიგებშია, რომლებიც „არიან დიდი ხნის ლობისტები კრიმინალური პოლიტიკური ძალის [ენმ-ის]“

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება