fbpx

ყინწვისის მონასტერში არავინ დაშავებულა

ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, მონასტრის სასულიერო პირმა, მამა დავითმა ცეცხლსასროლი იარაღი ასევე ერთ-ერთი სასულიერო პირის წინააღმდეგ გამოიყენა, თუმცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მხულით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას-შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას, ან გასაღებას გულისხმობს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება