fbpx

ყველა უნდა იყოს ჩართული იმ პროცესში, რომელიც უკავშირდება ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებას-ირაკლი კობახიძე

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ხელს ვუწვდით ოპოზიციას, (საუბარია თანამშრომლობაზე და ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესზე) და ჩვენ, მომავალში ამ პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ მოქმედებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება ოპოზიციის პასუხს ამაზე, აქ არ ვიცი შეიძლება თუ არა გვქონოდეს ოპტიმისტური მოლოდინი, მაგრამ ვიმეორებ – შეთავაზებულია კონკრეტული ფორმატები, კონკრეტული ვადებით და ამ ფორმატებისა და ვადების შესაბამისად ყველა უნდა იყოს ჩართული იმ პროცესში, რომელიც უკავშირდება ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ მნიშვნელოვანია, შემცირდეს რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოცხადდეს მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება