fbpx

ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისიდან გავიგეთ ევროპული საბჭოს 12-პუნქტიანი დათქმების შესრულების დეტალური გეგმა

გავიგეთ პირადად ჩემთვის კარგად გასაგებ ენაზე, როდესაც ჯერ თავად ვადგენდი, ხოლო შემდგომ – ვასწავლიდი უშიშროების აკადემიაში ნებისმიერი საქმის სასურველი შედეგით დაგვირგვინების ღონისძიებათა გეგმას. გეგმას, რომელიც შედეგის მისაღწევად კონკრეტულ დეტალიზაციას, შემსრულებლებს, შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებსა და ვადებს მოიცავდა. იმავე გეგმაში ჩადებული იყო სავარაუდო გამოსავალი, თუ კი შემსრულებელზე დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სასურველ შედეგებს სამუშაო ჯგუფი ვერ მიაღწევდა.

ეს უკანასკნელი არასასურველი შესაძლებლობა, დღევანდელ ბრიფინგზეც ამოვიკითხე: მთელი რიგი პუნქტებისა, დაკავშირებულია საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებაზე, რომლის შედეგობრივ დაგვირგვინებას ესაჭიროება 90 დეპუტატის თანხმობა – რაც პოზიციისა და ოპოზიციის საქმიან, “დეპოლიტიზირებულ” მუშაობაზეა დამოკიდებული. “ქართული ოცნების” მიერ EU-ს ევროპული საბჭოს დათქმების შესრულების “საგზაო რუქის” დამტკიცება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ერთ-ერთი პოლარიზებული მხარე პარლამენტის მუშაობის ბოიკოტირების გეგმებით, ხოლო მათი მეორე ნაწილი – დესტრუქციული აქციების დაანონსებით არიან დაკავებულები.

ძალზე მნიშვნელოვანია ეს დეტალური “საგზაო რუქა” გადაეგზავნოს ყველა დაინტერესებულ მხარეს სწორედ 3 ივლისამდე: ევროკავშირს, ევროპარლამენტს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს. დღეიდან – ბურთი ოპოზიციის მოედანზეა. მათი პრაქტიკული მონაწილეობა საქართველოსთვის წლის ბოლოს EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში – მკაფიოდ არის გაწერილი კონკრეტული ვადების და ღონისძიებების მიხედვით. დადგა ჭეშმარიტების მომენტი – ვის რა მომავალი სურს თითქოს და, საკუთარი საერთო, დეპოლარიზებული სამშობლოსათვის.წერს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება