fbpx

ყველა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, საკუთარ დიასპორასთან ინარჩუნებდეს უწყვეტ კომუნიკაციას. დიასპორას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ სახელმწიფო მას იცავს, მიუხედავად იმისა სად არის ის

„ვფიქრობ, ეს შესაძლებლობა ქართულმა სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ეს კონსტიტუციური ვალდებულება სისრულეში მოიყვანოს და უკვე არსებული გააუმჯობესოს“, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა, რომელიც პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ის აღნიშნავს, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები ემსახურება არა საქართველოს და ქართველო ხალხს, არამედ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს და მისთვის როგორც პოლიტიკური მოღვაწისთვის ეს ძალიან დამაზიანებელი იქნება.

„დავიწყებ იმით, რომ ჩვენ როდესაც ავირჩიეთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად, მაშინ გავაკეთეთ არჩევანი ძალიან ცუდსა და უარესს შორის. ამიტომ დიდი მოლოდინები ამ ადამიანის მიმართ არ გვქონია, თუმცა ასე საზღვრებს თუ გაცდებოდა და პოლიტიკური ორბიტაზე სხვაგან გადაინაცვლებდა, ამის პროგნოზირება ძალიან რთული იყო და არის დღესაც.
მისი განცხადებიდან ცალსახად ნათელი ხდება, რომ ის დადგა არა ქართველი ხალხის მხარეს, არამედ იმ ოპოზიციური სპექტრის მხარეს, რომელიც საკუთარ მესიჯ ბოქსში არის არეული და პოლიტიკურ ცხოვრებას ძალიან დიდი ხანია ქართულ რეალობაში აღარ ეწევა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ყველა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, საკუთარ დიასპორასთან ინარჩუნებდეს უწყვეტ კომუნიკაციას. დიასპორას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ სახელმწიფო მას იცავს, მიუხედავად იმისა, სად არის ის, რას აკეთებს, ან დაბრუნდება თუ არა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს შესაძლებლობა ქართულმა სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ეს კონსტიტუციური ვალდებულება სისრულეში მოიყვანოს და უკვე არსებული გააუმჯობესოს.
რაც შეეხება პრეზიდენტს, კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ მას არ აქვს განცდა, რომ ესაუბრება ქართველ ხალხს. ის ესაუბრება ყოველთვის აშშ-ს წარმომადგენლებს (აქ ელჩის სახით), სახელმწიფო დეპარტამენტს, -ანუ რეალურად ის დაკარგულია და მოწყვეტილია იმ რეალობას, რომელსაც ქართული საზოგადოება და პოლიტიკური ცხოვრება საჭიროებს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი მოლოდინები ამ ქალბატონის მიმართ არც მქონია და დღეს რა თქმა უნდა, არ მაქვს, მაგრამ ის განცხადებები, რომლებსაც ის აკეთებს, აზიანებს მის საპრეზიდენტო იმიჯს. პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ შეიძლება ამ ქვეყანაში დარჩეს ან არც დარჩეს, მაგრამ ხალხმა უნდა გაიხსენოს, როგორც კარგი ან ცუდი ლიდერი. ვფიქრობ, რომ უარესისკენ და ცუდისკენ გადაიხრებიან, როდესაც მასზე იქნება საუბარი და ეს ძალიან ცუდია პოლიტიკური მოღვაწისთვის“,-განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება