fbpx

ზურაბ ქადაგიძე: „გორბის“ კვლევები არჩევნებისას, ოფიციალურ მონაცემებთან, შედეგებზე ყველაზე დიდი სიზუსტით ისახება-ხოლმე

„ნუ დაიხოკავთ სახეს „გავლენის ბენეფიციარი“ პოლიტიკოსები, 2024 წელსაც არავინ გენდობათ თქვენ, რადგან საერთოდ აცდენილები ხართ ქართულ საზოგადოებას!“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
მისი თქმით, რომელი პოლიტიკური ძალაც ითვალისწინებს ეროვნულ ინტერესებს, ზუსტად მას უცხადებს ნდობას ქართველი ხალხი.

„100%! პრაგმატულმა პოლიტიკამ, სწორმა ეკონომიკურმა სტრატეგიამ, სტაბილური გარემოს შენარჩუნებამ მოიტანა ის განწყობები, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ენდობა რადიკალ ოპოზიციურ პარტიებს.
„გორბის“ კვლევები არჩევნებისას, ოფიციალურ მონაცემებთან, შედეგებზე ყველაზე დიდი სიზუსტით ისახება-ხოლმე. რომელი პოლიტიკური ძალაც ითვალისწინებს ეროვნულ ინტერესებს, ზუსტად მას უცხადებს ნდობას ქართველი ხალხი. ამიტომაც, ნუ დაიხოკავთ სახეს „გავლენის ბენეფიციარი“ პოლიტიკოსები, 2024 წელსაც არავინ გენდობათ თქვენ, რადგან საერთოდ აცდენილები ხართ ქართულ საზოგადოებას!“ – წერს ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება