fbpx

ყველა “პრეზერვატივის პრინცესას”, აშარი დედის და ნარკომანი ვაჟის პატრონს-ვის მიმართავს ნუგზარ ფოფხაძე

ნუგზარ ფოფხაძე: ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი+

ავტორი ნუგზარ ფოფხაძე

მაშ ასე,  ისევ და ისევ 

“ჟილ დე ლა ტურეტის   ს ი ნ დ რ ო მ ი”

***************************************************************

ვიდრე ძირითად სათქმელზე გადავალ, მანამდე დაბეჯითებით გირჩევთ გაეცნოთ ერთ საინტერესო ამონარდს.

„…1825 წელს, საფრანგეთის ერთობ ცნობილმა არისტოკრატმა მარკიზმა დე დამპიერმა ზღვარგადასული, მოურიდებელი, ღვარძლიანი და მეტისმეტად უხვი ლანძღვა-გინებით ისე შეაწუხა საზოგადოება, რომ მისი იძულებითი სამედიცინო გამოკვლევა გადაწყვიტეს. ეს იყო პირველი პაციენტი, რომელსაც ექიმმა იტარდმა დაუსვა დიაგნოზი, რასაც შემდგომ გამოჩენილი ფრანგი ნევროლოგის ჟილ დე ლა ტურეტის სახელი ეწოდა, რამეთუ მან პირველმა აღწერა და დაახასიათა ეს „მოვლენა“, როგორც სამედიცინო მდგომარეობა.

ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი — ქრონიკული დაავადებაა და ძალიან იშვიათია მონაცემები ამ სენით შეპყრობილთა სრული (!) გამოჯანმრთელების(!!!) შესახებ. ძველად, ასეთ ავადმყოფებს ავ სულებს (ეშმაკებს, დემონებს) ეძახდნენ.

დღესდღეობით ამ სინდრომის (მსუბუქი ხარისხით) მატარებელ ცნობილ ადამიანთაგან ერთერთი გახლავთ ფეხბურთელი დევიდ ბეკჰემი. მისი დიაგნოზია კოპროლალია . ეს პათოლოგია ორნაირია. ერთი: უმიზეზოდ უხამსი, საგინებელი სიტყვების და ფრაზების წამოძახება. მეორე: უნებლიე უხამსი ჟესტები და მოძრაობები.

სინდრომი გვხვდება ყველა კულტურაში . სხვადასხვა ქვეყნის მონაცემების მიხედვით 10 000 მოსახლეზე ყოველი 4 შემთხვევიდან 3 მამაკაცია. (ანუ, ქალბატონების მხრივ საქართველო ამ მხრივ ისეთი გამონაკლისია, რომ შესაძლოა გინესის წიგნშიც კი მოხვდეს რეკორდსმენად – ნ.ფ.)

ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი ქრონიკული (!!!) დაავადებაა, რაც მემკვიდრეობით (ერთერთი მშობლის გენის გზით) გადაიცემა და მისი სრული განკურნება (!!!) დღეისათვის შეუძლებელია (!!!). მიუხედავად ამისა, არსებობს ამ სინდრომის მკურნალობის ორი სტრატეგია : მედიკამენტური და სოციალურ-ფსიქოლოგიური. მკურნალობის სტრატეგია დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე ანუ სიმპტომების გამოვლენის ხარისხსა და გართულებაზე.

განსაკუთრებულ სოციალურ შეშფოთებას იწვევს ამ სინდრომის ვოკალური სიმპტომი – კოპროლალია: არანორმატიული ლექსიკის და უფრო რთული სექსუალური, აგრესიული თუ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების აფეთქეფადი „ნიაღვარი“, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს უნებლიე, ნაუცბადევი წყენის თუ განრისხებისას გამოვლენილ რეაქციად.

ამ სინდრომის მატარებელ პაციენტებში და მათ ნათესავებში უფრო ხშირად შეიძლება აღმოჩნდეს ფსიქიური აშლილობა: შიზოფრენია, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, აკვიატებული ნევროზი და პანიკური დარღვევები“.

************************************************************

ამ ამონარიდის გაცნობის შემდეგ, გაცილებით ადვილია მეტ-ნაკლები ახსნა „რაღაც-რაღაც“ მოვლენებისა, რომლებიც უხვად გვხვდება არა მარტო აქ, ფეისბუკზე, არამედ მედიაში, განსაკუთრებით ელექტრონულში. აგერ, მსოფლიოს გულშემატკივართა კერპი დევიდ ბეკჰემი, თურმე, ამ „შეუკავებლობის“ მსუბუქად მატარებელი ყოფილა, მაგრამ ეს ჩვენი ტელე და ფბ-„ვარსკვლავები“ საკუთარ სიყეყეჩეს, საკუთარ სიმყრალეს ასეთი დოზით, ასეთი უტიფრობით, ასეთი ინტენსივობით რომ აფრქვევენ, ნეტავი რომელი მძიმე წონის მატარებელი აიწონის ამ „ფუნა-ტვირთს“?

როგორც, ზემოთმოტანილი ამონარიდი და არაერთი ჩვენებური ფსიქიატრი მიუთითებს, უკურნებელია ეს სენი. მით უმეტეს, თუ უმძიმეს ნერვიულ ფონზე მიმდინარეობს, მაგალითად, გენეტიკასთან (ამის ფაქტები არსებობს), აღზრდის ნაკლოვანებებთან, ოჯახურ ტკივილთან (ცხადზე ცხადია)… თურმე, არაერთი კვლევა ატასტურებს ჰიპოთეზას , რომ არა ნაკლებ მძიმეა ეს ფონი, თუ დაკავშირებულია „მატერიალურ სინდრომთან“ – ფულის შოვნის დაუოკებელ სურვილთან, რომლის განხორციელებაც “შეწერვის”, გამოძალვის, დაშანტაჟების მეთოდებთან ასოცირდება. მეთოდიკა-უნივერსალურია და არ არის ქვეყნის საზღვრებზე, ეროვნებაზე, სქესზე, ასაკზე, პროფესიაზე, სიმსუქნე-სიგამხდრეზე, მომხიბვლელობაზე დამოკიდებული. განმსაზღვრელია , რა დოზით, რა სიღრმით ხარ ჩაფლული ამ გახრწნილებაში…

ზემოთთქმული დასკვნა და მისი გააზრება, მეტ-ნაკლებად იმასაც ხსნის, თუ „ადექვატურად“ რატომ არ რეაგირებენ ნორმალური (!) ადამიანები და „სტრუქტურები“ იმ „ნიაღვარზე“, რომელიც მათი (და არა მარტო) მისამართით „მიუშვეს“ უკურნებელმა ა ვ ა დ მ ყ ო ფ ე ბ მ ა!!

ეს ერთი მიზეზია. მეორე, ალბათ, ის რომ საკუთარი ღირსებისთვის შეუფერებლად მიიჩნევდნენ ჩარევას აშკარად თავხედურ, უზრდელურ პოლემიკაში. არის მესამეც, ბევრისთვის საერთო:  საკუთარი ნერვების, რეპუტაციის და ოჯახის წევრების გაფრთხილება, შეგნებულად თავის არიდება  „იარლიყებიდან“, უგვანო სეირიდან (ასე რომ მდაბიოთ),  სიბინძურის მორევიდან.  და, სამწუხაროდ, ამ “არიდებამ” მეტისმეტად გაათავხედა ეს უტიფარი ადამიანები. გადაწვდნენ ყველას, განურჩევლად „თეთრისა და შავისა“, და ამ ზღვარგადასულობისას გადაკვეთეს „წითელი ხაზები“ იმათ მიმართ,  ვინც ასე „ადვილად“ არ გადაყლაპავდა ლანძღვა-გინებას, ცილისწამებას, შეურაცხყოფას, დაცინვას… და მოხდა ადრე თუ გვიან მოსახდენი: საპასუხო სილის გარტყმა „დაქირავებულ მჯღაბნელებს“!!! გამიზნული შეურაცხყოფისა და შანტაჟის  ადამიანები განთავისუფლდნენ  „შიშის“, მორიდების, საკუთარი რეპუტაციის „გაფრთხილების“ კომპლექსისგან და… დაიწყო მაგრამ რა დაიწყო! არავითარი მორიდება! არავითარი დანდობა! არავითარი სიწმინდე! ჭუჭყიანი საცვლების გამოფენა-დემონსტრაცია! თანაც, გაურეცხავის, რამეთუ ისე არიან ჩართული ურთიერთბრძოლაში, რომ გასარეცხად და თმების დასავარცხნად აღარავის სცალია!

უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო პირველი, თუმც ყველასთვის კარგად არის ცნობილი ვინაობა  იმ პროფესიონალი „მენაგვე-დიდოსტატებისა“, რომლებსაც ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში „დაპატენტებული“ აქვთ  უსაზიზღრესი მეთოდები (ფარული ჩაწერა, გადაღება) და ტერმნოლოგია, რომლითაც  “უმასპინძლდებიან” არასასურველ პიროვნებებს, მათ შორის ის ტერმინოლოგია, რომელთა გაცნობის შემდეგ ძნელია ადამიანებს უწოდო დედა, მამა, შვილი ძმა და, საერთოდ, ოჯახში გაზრდილი პიროვნება.

ყოველივე ეს რაზედაც ახლა გულისტკივილით ვწერ, ცხადად ჩანს ფეისბუკზე, რამდენიმე გაზეთის ფურცლებზე, ზოგიერთ ტელეეკრანზე. და ეს არ მეხება პერსონალურად მარტო მე, ან ჩემს მეგობარ-კოლეგებს, ახლობლებს. ეს საერთო საზოგადოებრივი უბედურებაა და არა მარტო ჩვენი პროფესიული ოჯახისა, რომლიც მეტისმეტად დაანაგვიანა ანგარებით თუ ამბიციურობის მიზნით მიტმასნილმა „სექტამ“. იმიტომაც ვამახვილებ ამ გენეტიკურ თუ შეძენილ უმძიმეს „სენზე“ ყურადღებას, უკვე მერამდენჯერ, იმ პუბლიკაციებში, რომლებსაც სამართლებლივი, მორალური და პროფესიული  პასუხისმგებლობით ვაქვეყნებ მედიაში, მათ შორის „საქართველოს რესპუბლიკასა“, „რეპორტიორის“ საიტზე ჩემი გვარ-სახელით თუ რედაქციებისთვის ცნობილი ფსევდონიმით.

ადრე შევეცადე მეტაფორულად მიმენიშნებებია „რაღაც-რაღაცეები“ და ცალსხად მეთქვა, რომ არ მომწონს, მიუღებელია და არავითარი შეხება სიბინძურეებთან არ მქონია, არ მაქვს და, ვიდრე საჭიროდ ჩავთვლი, არც მექნება. უფრო მეტიც, ყველაფერი გავაკეთე წინათაც, ახლაც რომ ეს “სეირი” არ შემდგარიყო. პირდაპირ უნდა მივახალო მავანს და მავანს: არმცთუ არ მომწონს, არამედ მრცხვენია კიდეც იმ პრიმიტივიზმის !!!) და აღვირახსვილობის (!!!), რითაც გამოირჩევა ეს “პოლემიკა” და “მხილების პროცესი”. მაგრამ, რას იზამ, ეს მათი არჩევანია. ორივე (!) მხრიდან!

 ნორმალური(!) ადამიანებისგან განსხვავებით, ეს ფრაზა „ბრალის“ აღიარებად ჩათვალა ზოგიერთმა „ინტელექტუალმა“, ელემენტარული ფრაზის ვერგამგებმა, „დოსტოევსკის „კრეტინების“(!!!) მსგავსმა ტიპაჟმა კი საჯარო ბოდიშის მოხდისკენ მომიწოდა. ბოდიში არა, კვატი!!!

და წავიდა ისევ ერთი და იგივე ბოდვები!

 ვწუხვარ, რომ ყველასთან, რა თქმა უნდა არა, ზოგიერთ მათგანთან კი  მქონდა ურთიერთობა და, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს ზრდასრული ადამიანები და მათი გამოწვრთნილი და ზომბირებული გოგო-ბიჭები ასეთ უზრდელებად, უტიფრებად, თავხედებად  და “სისხლის მწოველებად” გადაიქცეოდნენ.

ნოდარ დუმბაძე ამბობდა ასეთ ურცხვებზე: შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ხალხიაო!

ასეა!

ერთმა ბრძენმა კი თქვა, არ არსებობს იმაზე დაუძინებელი მტერი, ვიდრე ყოფილი მეგობარიო.

ესეც ჭეშმარიტებაა!

ღვთის წყალობით, ჯერ არ მაქვს თავი მოსაკლავი და არცერთ ნაღდ მეგობარს და ნამოწაფარს არ ჩაუდენია ისეთი რამ, რომ აკაკის „გამზრდელი“ მქონდეს წასაკითხი.

ამიტომ, აგონიაში მყოფი „ავადმყოფებისგან“ განსხვავებით ჩვენ მშვიდად ვართ, რამეთუ აბსოლუტური დარწმუნებული ვარ: აშკარად ცუდად დაამთავრებენ, რამეთუ ჯერ (!) არ მქონია (!) შემთხვევა, რომ  ის, ვინც ჩემდამი (ისევე როგორც სხვის მიმართ, ვისაც არ დაუმსახურებია)  ასე საზიზღრად და უსირცხვილოდ იქცევა, არ დასჯილიყოს. დიახ, არ დასჯილიყოს, თანაც ძველი ჩინური სიბრძნის შესაბამისად, რომელიც გვასწავლის: ბოროტებას და გახრწნილებას თავად არასოდეს გადაუხადო სამაგიერო. ცხოვრება უშენოდაც მოახერხებს მის დასჯას. შენი მოვალეობაა დაჯდე მდინარის პირას და დაელოდო როდის ჩამოატარებს წყალი ცხოვრების მიერ დასჯილი შენი მტრების გვამებს.

ჰოდა, ახლა მტკვარი მომატებულია და უნდა კარგად დავაკვირდე, რამე არ გამომეპაროს…

მანამდე კი შარშანდელი „რეპორტიორი“, 18.03.2016), ასევე, იგივე, შარშანწინდელი, კიდევ უფრო წინანდელი) წერილი წაიკითხეთ. ჩემი ზოგიერთი ოპონენტისთვის ეს სიახლეს არ წარმოადგენს. რა ვიცი, ეგებ, თქვენც გამოგადგეთ… შეიარაღებაში!!!

************************************

არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი!..

***************************************************************

როგორც წესი, არასოდეს ვრეაგირებ დიდ თუ პატარა “ღრენა-კბენა-პწკენაზე”, მით უმეტეს, ცილისწამებაზე, აშკარა სიცრუეზე, შანტაჟზე…

მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საპასუხო რეაგირებას, პროტესტს, ახსნა-განმარტებას აზრი არ აქვს, რამეთუ, ჯერ ერთი-თავის მართლებაში ჩაგეთვლება, რაც უკვე დანაშაულის “აღიარებას” ნიშნავს და მეორე- ვისაც შენი ჯერა, ის ისედაც არ ირწმუნებს და ვისაც არა-წყალშია შენი მცდელობები გადაყრილი…

აქედან გამომდინარე, თითქმის ყოველთვის ვცდილობ რომ მივყვე წინაპართა გაფრთხილებას: “დუმილი ოქროა!..”

ესე იგი, ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩამითრევენ პოლემიკაში, ესე იგი დღესაც არ ვაპირებ სერიოზულ “გაფართხალებას”.

მათ საპასუხოდ მხოლოდ ერთი სიტყვა: ბ ო დ ვ ა!!!!!

უკვე ვთქვი: ფეისბუკზე მე ჩემი მეგობრებისთვის, (ასაკისგან და მდგომარეობისაგან განურჩევლად), ვწერდი და ვწერ. ასეა ახლაც!

თქვენ, მეგობრებს, მოგმართავთ: როგორც აქამდე, მომავალშიც ვენდოთ ერთმანეთს! ერთმანეთი სიტყვას!

კვლავ გავიმეორებ: არავითარი პოლემიკაარვითარი კონტაქტი არამზადებთან! ვერავითარი ძალა, ვერავითარი “ფორს-მაჟორული” სიტუაცია ვერ შემაცვლევინებს პრინციპს: ტოლი ნახე, შენი წონითი კატეგორია იცოდე!  და ამასვე მოვუწოდებ კოლეგებს, განსაკუთრებით ტელესივრციდან, დღეგამოშვებით რომ იწვევენ ამ „სულით და ხორცით“ მახინჯ ადამიანებს ტელეპოდიუმზე და აფრქვევინებენ ბოღმას, სიძულვილს, ცილისწამებას…  საკმარისია მათი „არდანახვა“, მათი „არშემჩნევა“ და ამ „ვარსკვლავების“ პოპულარობა საპნის ბუშტივით გასკდება.

დანარჩენი სათქმელი კი მათ, დამკვეთმაც და წარმმართველმაც, წაიკითხონ ისევ იმ არაკში, მღვდელსა და დიაკვანს რომ ეხება და რომელიც ადრე ამ ჩემ ფბ-გვერდზე გამოვაქვეყნე, მხოლოდ ჩემი მეგობრებისთვის. ამჯერად კი, უშუალოდ მათ ვჩუქნი და შეერგოთ:

****************

მღვდლისა და დიაკვნის არაკი”

****************************************

ერთმა დიაკვანმა თავისი უშუალო „უფროსის“-მღვდლის გაშარჟება განიზრახა და მრევლი შეკრიბა:

მოდით, მღვდელი გავამასხარაოთო!

– როგორო, დაუსვეს კითხვა.

– როგორ და მღვდელი ყოველ კვირა დილას თევზაობს, მივიდეთ, გავაპამპულოთ… და მაგრად გავერთობითო!

– მაინც, როგორო?

– როგორ და ასეო: მივეპაროთ, თქვენ ჩაცუცქულები იქნებით რომ მან არ შეგამჩნიოთო…

მე მივესალმები: გამარჯობა მამაო!

ის მიპასუხებს: სალამი, შვილო!

მე: როგორ ბრძანდებით, მამაო?!

ის: ჩვეულებრივ, შვილო! თავად ხომ კარგად?

მე: მადლობთ, მამაო! ოჯახში როგორ გიკითხოთ, მამაო?

ის: მადლობთ, შვილო, ღვთის შეწევნით ვართ!

მე: აქ რას აკეთებთ, მამაო?

ის: ვთევზაობ, შვილო!

მე: დაიჭირეთ თევზი, მამაო?

ის: კი, შვილო, დავიჭირე!

მე: აბა, მაჩვენეთ როგორი თევზი დაიჭირეთ, მამაო!

მამაო ამოიღებს და გვაჩვენებს ანკესით დაჭერილ წვრილ ლიფსიტას და გვეტყვის: აი, თევზი შვილო!

პასუხად მე ორივე ხელს ჩემს „საოხრეზე“ დავიდებ და გულიანად ვეტყვი: აგერ, უფრო დიდი თევზი მამაო და ეს დაიჭირეო!

თქვენ წამოიშლებით და ხარხარით “გავაპამპულავებთ” ამ ჩვენს მღვდელსო!..

და დაიწყო დიაკვანმა მრევლთან რეპეტიციები …

რამდენიმე დღის შემდეგ დადგა წარმოდგენის გამართვის დროც.

…„შეთქმულები“ ჩუმად მიეპარნენ მდინარესთან მოთევზავე მღვდელს…

დიაკვანი ამაყად წამოიწია და, წინასწარ მრავალგზის რეპეტიციაგავლილი ტექსტით და დაყენებული ხმით მღვდელს მიმართა:

– გამარჯობა, მამაო!

მღვდელმა მოიხედა, აათვალიერ–ჩაათვალიერა დიაკვანი და ყოველგვარ შესავლის გარეშე მიახალა:

– წადით შენი და შენნაირების დედაც!.. და ზედ 18 სართულიანი გინებაც მიაყოლა და… “წარმოდგენაც” ამით დაასრულა.

…ჰოდა, სიამოვნებით გავუმეორებ და გავუზიარებ მღვდლის ამ „კურთხევას“ ყველა ძველ თუ ახალ კაპიტან – ზედამხედველ-ჩამშვებ – აგენტ – ჩამწერ – გამომქვეყნებელ -გამზიარებელ – ყბედ ნაბიჭვარს; ყველა “პრეზერვატივის პრინცესას”, გადამგდებს თუ გამომძალველს, აშარი დედის და ნარკომანი ვაჟის პატრონს, რომელი ცნობილი მწერლის თუ პოეტის შვილი ან გაზეთის რედაქტორიც არ უნდა იყოს; აგრეთვე, მათ დარტყმულ – გარეკილ გოიმ ფანებს – კლავიატურის “გავეშებულ ლომებს”, ლილიპუტ მოპოლიტიკოსპ სიმახინჯეებს, ცნობილ ტაკიმასხარებს თუ კლიმაქსიან-დაუკმაყოფილებელ მდედრებს, ჭარბ წონიან, თეძოგასქელებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს თუ  დიეტაზე მყოფთ, თავიანთი ქალაჩუნა ქმარ-ბოზ – ცოლ–შვილისთვის რომ ვერ მოუვლიათ და ქვეყნის პატრონობაზე, თანაც, მორალისტობაზე რომ აქვთ პრეტენზია.!

მშვიდობაში მოიხმარეთ მღვდლის ეგ „კურთხევა“  და მომავალში მორიგი „ატეხილობის“ შემთხვევაში აგსრულებოდეთ, ანუ, “სადაც ჯერ არს” მოგხვედროდეთ(!!!) თქვენი საოცნებო “ინსტრუმენტი”(!!!)   იმდენჯერ, რამდენის  “მოტეხვასაც”  უტიფრად მაბრალებთ, თქვე მართლა გახრწნილებო, თავდაუბანელო და აყროლებულო ჯამაათო!

მშვიდობაში მოიხმარეთ ეგ „კურთხევა“ და მომავალში განმეორებითი „ვაჟკაცობის“ შემთხვევაში აგსრულებოდეთ მრავალგზის!

ამინ!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება