fbpx

სადაც ხარ იქ დაეტიე. კატოგრაფიც არ ხარ, მიწათმომწყობი ხარ – მეუფე იაკობი

რაც ჩვენია, ნურავინ შეეხება, თუ სახელმწიფოს არ შეუძლია, ჩვენ გავარკვევთ – ასე გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობი, დავით – გარეჯისა და კარტოგრაფების გირაოთი განთავისუფლების საკითხს.

„ამ დღეებში ორი მიწათმოქმედი გამოუშვეს ციხიდან. როცა ამ საკითხზე მეკითხებოდნენ, არ ვაკეთებდი კომენტარს, იმიტომ რომ დაჭერილი იყო და ჯობია არ შეეხო. როცა გამოვიდა, საოცარი რამ მოვისმინე, რაზე დაობთო, ის ხომ იმათიაო.

აბა წარმოიდგინეთ, აზერბაიჯანში რომ კომისიის წევრს ასეთი რამ ეთქვა, სად იქნებოდა თვითონ და მისი ოჯახიც. როგორ არის სხვისი, 2001 წელს, როდესაც მე წავედი მონასტერში, მანამდე ოთხი წელი გარეჯში დავდიოდი, საქართველო იყო იქ. ავიდეს, ნახოს, თამარის ფრესკაც იქნებ იქით არის, როდის იყო ბოლოს.

მე რაც დავინახე, გამოვიდა ვიღაცას უთხრა, რომ მე მაგარი ტიპი ვარ, ვამბობ, რომ ეს აზერბაიჯანელების მიწააო. ეს არის ქვეყნების დასალაგებელი, აქ ვის დაიჭერ, რა მნიშვნელობა აქვს. ისედაც გეუბნება, შენი არ არისო. საერთოდაც, საოცარი კომისიაა, ერთი წინასწარ განზრახულად გეუბნება, რომ სხვისია ეს მიწა, მეორე ქალბატონმა სახელმწიფო ენა არ ისწავლა და რუსულად გველაპარაკება.

ვინ გეკითხება, სადაც ხარ იქ დაეტიე. რატომ მიწყვეტავ რუსული რუკებით? გარეჯის საკითხში სამივე ხელისუფლება უსუსური იყო, წესიერად უნდა გადავწყვიტოთ აზერბაიჯანელებთან, ყველა უნდა დავფიქრდეთ, ისინიც ვისაც რაღაცა რიცხვით უნდა პარლამენტში მოხვედრა. თუ ქართველებს ასე დაგვიპირისპირდებით, ხომ არ გგონიათ, ბატკნებივით გავისუსებით?

თუ სახელმწიფოს არ შეუძლია, ჩვენ გავარკვევთ, ისე, რომ ორივე მხარე მადლობელი დარჩეს. ვისას აძლევ, კატოგრაფიც არ ხარ, მიწათმომწყობი ხარ. ის ადამიანები, ვინც ერთიანი საქართველოს იდეას სპობენ, გამარჯობაც არ უნდა უთხრათ, წავიდნენ თავინთ პატრონთან. ჩემზე მეტი ქართველია ვინმე, ჩემზე მეტი სისხლი დაუღვრია ვინმეს?“ – განაცხადა მეუფე იაკობმა, თბილისში ერთ- ერთი ტაძრის კურთხევისას.

შეგახსენებთ, გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 20 ათას ლარიანი გირაოთი, სასამართლომ პატიმრობიდან 28 იანვარს გაათავისუფლა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება