fbpx

ყველა იქნება “პუფი” ვინც პარლამენტში შევაო – შემოვიდნენ და “გაპუფდნენ”, ახლა ფიქრობენ, რომ “განიპუფებიან”-ბექა დავითულიანი

ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ჯერ განაცხადა, რომ ყველა იქნება “პუფი” ვინც პარლამენტში შევაო – შემოვიდნენ და “გაპუფდნენ”, ახლა ფიქრობენ, რომ “განიპუფებიან”, თუ რას აკეთებენ – სად ვდიო ახლა, რაც უნდათ, ის უქნიათ, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა  ბექა დავითულიანმა  განცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ საპარლამენტო მანდატების დატოვების საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ისინი თავის რეალობას ქმნიან, რომელსაც არავითარი შეხება არ აქვს ნამდვილ რეალობასთან.

“როგორც ჩანს, ოპოზიციის ყველა ახალი ინიციატივა კარგად დავიწყებული ძველია. ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ჯერ განაცხადა, რომ ყველა იქნება “პუფი”, ვინც პარლამენტში შევაო – შემოვიდნენ და “გაპუფდნენ”, ახლა ფიქრობენ, რომ “განიპუფებიან”, თუ  აკეთებენ, სად ვდიო ახლა, რაც უნდათ ის უქნიათ. ისინი თავის რეალობას ქმნიან, რომელსაც არავითარი შეხება არ აქვს ნამდვილ რეალობასთან და შემდეგ რჩებიან იმედგაცრუებულები. ქმნიდნენ რაღაც ჩრდილოვან კაბინეტებს, როგორც მახსოვს სააკაშვილის ბიძის დავალებით და რაღაც რევოლუციურ კაბინეტებს. რაც უნდათ ის უქნიათ, ამას შედეგი ვერ ექნება იმიტომ, რომ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, რაზეც არც კი მუშაობენ. იმედი აქვთ, რომ ვიღაც საიდანღაც დარეკავს და აქ ყველაფერი შეიცვლება და ეგ დრო იყო საბჭოთა კავშირში. კრემლიდან ირეკებოდა, ეგ დრო დამთავრდა და იმ დროში ნუ არიან ჩარჩენილები”, – განაცხადა დავითულიანმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება