fbpx

ერ­თა­დერ­თი შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც სტოლ­ტენ­ბერგს ჰქონ­და, ეს იყო ფი­ნე­თის და შვე­დე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და ამ შეხ­ვედ­რის გარ­და, სხვა ყვე­ლა შეხ­ვედ­რა გა­უქ­მდა-ნიკოლოზ სამხარაძე

ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის გა­უქ­მე­ბის თუ გა­და­დე­ბის მი­ზე­ზი არის ბა­ტო­ნი სტოლ­ტენ­ბერ­გის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, – ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, სამ­ხა­რა­ძე გა­მო­რი­ცხავს შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გამო გა­უქ­მე­ბუ­ლი­ყო და აღ­ნიშ­ნავს, რომ გუ­შინ პრე­მი­ერს ჰქონ­და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის შეხ­ვედ­რე­ბი ბრი­უ­სელ­ში.

“მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მას ჰქონ­და კო­ვი­დი და ამის გამო ვერ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან შეხ­ვედ­რებ­ში წინა კვი­რა­ში და ამ კვი­რის და­სა­წყის­შიც. ერ­თა­დერ­თი შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც სტოლ­ტენ­ბერგს ჰქონ­და, ეს იყო ფი­ნე­თის და შვე­დე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რომ­ლებ­მაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ი­ტა­ნეს გა­ნა­ცხა­დი ნატო- ში წევ­რო­ბა­ზე და ამ შეხ­ვედ­რის გარ­და, სხვა ყვე­ლა შეხ­ვედ­რა გა­უქ­მდა. ეს არის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მე მაქვს ჩვე­ნი სა­ელ­ჩო­დან ბრი­უ­სელ­ში.

არა­ნა­ი­რი ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნა ამ შეხ­ვედ­რის გა­უქ­მე­ბის მი­ზე­ზი არ შე­იძ­ლე­ბა რომ იყოს. შეხ­ვედ­რა გა­უქ­მდა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო,”, – გა­ნა­ცხა­და სამ­ხა­რა­ძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება