fbpx

ყველა ვერსიას დაამუშავებენ, ხომ არ არის შესაძლებელი ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი-ირაკლი ღარიბაშვილი

პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ. მათ შორის იმ ვერსიას, თეორიულად, ხომ არ არის გამორიცხული ან შესაძლებელი, ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს სავარაუდო ფარული მოსმენების ფაქტებზე საუბრისას განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას არ სურს წინასწარ დასკვნების გაკეთება და მოუწოდა ყველას, დაელოდონ გამოძიებას.

„პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ. მათ შორის იმ ვერსიას, თეორიულად, ხომ არ არის გამორიცხული ან შესაძლებელი, ჩართული იყოს გახარია და ხოჯევანიშვილი, რომელიც სხვათა შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა. წვდომა ჰქონდათ ძალიან დიდ ინფორმაციასთან და წვდომა ჰქონდათ, მათ შორის, მოსმენების სამსახურთანაც. ამაზე სპეკულირება მე არ მსურს. არ მინდა წინასწარ დასკვნები გავაკეთო, რადგან ჩვენ, ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება დაადგენს ეს არის ფალსიფიკაცია, ფაბრიკაცია თუ კიდევ სხვა, უფრო მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება