fbpx

ვულოცავ “ცენტრ პოინტის” დაზარალებულებს მათი 20-წლიანი მძიმე ისტორიის კეთილ დასასრულს-კახა კალაძე

კახა კალაძე: ვფიქრობდი, როგორ დამეწყო საუბარი თემაზე, რომელიც ჩემი ოთხწლიანი მერობის განმავლობაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ემოციურია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ 6 000-მდე ოჯახისთვის დასრულდა 20-წლიანი უიმედობის, წვალების პერიოდი, ემოციურია ძალიან ბევრი რამის გამო. დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომლის ახლობელს, მეგობარს, ნათესავს პირდაპირ თუ ირიბად არ შეხებოდა ეს პრობლემა. და მაინც, ეს არის ქართველი ემიგრანტების მძიმე ისტორია. უბინაოდ დარჩენილი დედების, მამების, ბებიების, ბაბუების ისტორია. ამბავი საკუთარი პატარების აღზრდის ნაცვლად უცხოეთში გადახვეწილ ჩვენს თანამოქალაქეებზე. უდედოდ გაზრდილი პატარები უკვე დიდები არიან და კარგად აცნობიერებენ, რა გზა გაიარეს მათმა მშობლებმა. ეს გზა ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ, ვნახეთ რა შედეგი მოაქვს ქაოტურ მშენებლობებს, როგორ ამახინჯებს ქალაქს დაუსრულებელი, ჩონჩხებად აღმართული შენობები და რაც მთავარია, რა კვალს ტოვებს ჩვენს ცნობიერებაზე ძალადობა საკუთარ ქალაქზე და საკუთარ მოქალაქეებზე.ვულოცავ “ცენტრ პოინტის” დაზარალებულებს მათი 20-წლიანი მძიმე ისტორიის კეთილ დასასრულს!გილოცავთ ყველას- “ცენტრ პოინტის” პრობლემა წარსულს ჩაბარდა!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება