fbpx

ყველაფერი გავაკეთეთ რომ ზაზა გახელაძე ოჯახში დაბრუნებულიყო-ვახტანგ გომელაური

ყველაფერი გავაკეთეთ რომ ეს ადამიანი ოჯახში დაბრუნებულიყო, თავის შვილებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

“მივულოცავ ოჯახს პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა, ზაზა გახელაძეს თვეები მოუწია ციხეში ყოფნა, უკანონოდ იყო დაკავებული, თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ადამიანი ოჯახში დაბრუნებულიყო, თავის შვილებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ზაზა გახელაძე უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა.  მას ერგნეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელი დახვდნენ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება