fbpx

ყველას ვამხელ ვისშიც შევამჩნევ ბიძინას და ირაკლის სახელით უგვანო, ფარისევლურ მოქმედებას

” ყველამ მინდა გაიგოთ ერთი რამ!
მე არ ვარ ქართული ოცნების მხარდამჭერი, მე ვარ ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი და ამ კონკრეტულ მომენტში ქვეყანას და ჩვენს სტაბილურ უსაფრთხო მომავალს სჭირდება, რომ ქართული ოცნება დარჩეს ხელისუფლებაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი აძლიერებს და გააძლიერებს ბოლომდე!
არა ერთი ოცნების პრემიერი, ლიდერი თუ რეგიონული თავმჯდომარეები, მერები გამიკრიტიკებია, მიმხელია და მათთან ერთად სხვებიც ვისზეც ვაცნობიერებდი, რომ მათი მოქმედებები ვნებდა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს, რომელზეც ხაზგასმით ვამბობ, რომ ამ ქვეყნის სტაბილურობის ერთადერთი გარანტია! შესაბამისად ჩემთვის მიუღებელია ამ კაცის უარგუმენტო კრიტიკა!
ასევე მიუღებელია მის სახელს და ავტორიტეტს ამოფარებული სახეების ქვემძრომი მოქმედებები და “შამფურის და მწვადის” დაუწველობის პრინციპით ეგრედწოდებული ლავირება.
არავის გეწყინოთ, მაგრამ ყველას ვამხელ ვისშიც შევამჩნევ ბიძინას და ირაკლის სახელით უგვანო, ფარისევლურ მოქმედებას, ჩვენი ნატანჯი ბიჭების და ოჯახებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას…
არაფერი პირადული გარდა ერთგულების და ამქვეყნის უანგარო სიყვარულისა!”

წერს ირაკლი ჯანყარაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება