fbpx

ყველაზე ცუდი ქართველი იყო გურამ შარაძე – ილო ბეროშვილი მსახიობი

მსახიობ ილო ბეროშვილისთვის ყველაზე ცუდი ქართველი გურამ შარაძე იყო. ამ კითხვაზე მან “ფორმულა”-ს გადაცემა “უფრო მძიმე კაცთან” სტუმრობისას უპასუხა, რასაც გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე გამოეხმაურა.

“ამ პერიფერიულ იუმორს ვერ ვუძლებ და არცერთ არხზე არ ვუყურებ. მეგობარმა ჩამიგდო ახლა. არსაიდან მოსულ ამ ვიღაც სირთა ბელადს ეკითხებიან, ყველაზე ცუდი ქართველიო და – ცხონებული  გურამ შარაძეო. სადაც სამართალია, ხომ უნდა აცხონო ახლა ეს მართლა პიტალო, მაგრამ სადაა სამართლი, მიშას მოაქვს კიევიდან”- წერს რუსუდან შარაძე

გაუზიარე!

Shares