fbpx

ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს ქვეყანა არ დაუტოვებია

ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს ქვეყანა არ დაუტოვებია და ის დედაქალაქში, ქალაქ ნურ-სულთანში იმყოფება, – ამის შესახებ Twitter-ზე მისი პრესმდივანი აიდოს უკიბაი წერს.

„გთხოვთ, თავი შეიკავოთ მცდარი და სპეკულაციური ინფორმაციის გავრცელებისგან. ნურსულთან ნაზარბაევი დედაქალაქშია, საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრებს მართავს და პირდაპირ კავშირზეა პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან. ასევე ნაზარბაევმა რამდენიმე სატელეფონო საუბარი გამართა მეგობარი ქვეყნების ხელმძღვანელებთან. ის მოუწოდებს ყველას, მხარი დაუჭირონ ყაზახეთის პრეზიდენტს მიმდინარე გამოწვევებთან გამკლავებისა და ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებისთვის“, – წერს აიდოს უკიბაი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება