fbpx

ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის ძალებს გაფრთხილების გარეშე ხალხის დახოცვა უბრძანა, ამის შესახებ CNN  წერს

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა თავდაცვის ძალებს გაფრთხილების გარეშე დახოცვა უბრძანა, ამის შესახებ CNN  წერს. პრეზიდენტმა საჯარო მიმართვაში განაცხადა, რომ არეულობა, რომელიც საწვავზე ფასების ზრდის გამო დაიწყო, კარგად მომზადებულმა “ტერორისტმა ბანდიტებმა” დაიწყეს.

ყაზახეთის სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინდელი მონაცემებით, შეტაკებების შედეგად გარდაცვლილია 18 სამართალდამცველი და 26 “შეიარაღებული კრიმინალი”.

დაკავებულია 3800-ზე მეტი ადამიანი.

ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში, ალმათიში მყოფი ჟურნალისტები ჰყვებიან, რომ ქუჩებში ტყვიებით დაცხრილული გვამებია და მუდმივად ისმის სროლის ხმა.

ტოკაევმა განაცხადა, რომ ქალაქში სიტუაცია “დასტაბილურდა” :

“თუმცა ტერორისტები განაგრძობენ სახელმწიფო და პირადი საკუთრების დაზიანებას, ისინი იყენებენ იარაღს მოქალაქეების წინააღმდეგ. სამართალდამცველებსა და ჯარს მივეცი ბრძანება, დახოცონ ისინი გაფრთხილების გარეშე,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

CNN-ის ჟურნალისტის თქმით, მთავრობა ალმათის ცენტრს აკონტროლებს, სადაც პრეზიდენტის რეზიდენცია და მერის ოფისია. აქ სამი დიდი სამხედრო საგუშაგო მოაწყვეს. მათთან ვინმეს მიახლოებისას სამართალდამცველები ჰაერში ისვრიან.

ადამიანები კი, ვისაც ტოკაევი ტერორისტებს უწოდებს, CNN-თან ამბობენ, რომ კრიმინალთან კავშირი არ აქვთ :

“ადამიანებს სჭირდებათ სიმართლე. მთავრობა მდიდარია, ამ ადამიანებს კი ვალები აქვთ დასაფარი. ჩვენი ტკივილი გვაქვს,” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

არეულობის გამო ალმატის საერთაშორისო აეროპორტი 9 იანვრამდე დაკეტილი იქნება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფრენები დედაქალაქიდან, ნურ-სულთანიდან აღდგა.          

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება