ღონისძიების „საჯარო გამოსვლისა და მოლაპარაკების ტექნიკების“ ფარგლებში, შემაჯამებელი პანელური შეხვედრა გაიმართა.

პანელურ შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორი ნინო დოლიძე ესწრებოდნენ.

სტუმრებმა ახალგაზრდებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს საჯარო გამოსვლის, აუდიტორიასთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და წარმატებული მოლაპარაკების მნიშვნელობაზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხისა და ღია დიალოგის ფორმატში წარიმართა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები. შეხვედრის ბოლოს ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

,,საჯარო გამოსვლისა და მოლაპარაკების ტექნიკების ბანაკი” 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბანაკის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები საჯარო გამოსვლის, არგუმენტაციისა და მოლაპარაკების ხელოვნების მიმართულებით.

ბანაკში სულ ჩართული იყო 30 ახალგაზრდა.

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციის სამსახური

T –  +995 577 500 213

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება