fbpx

ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ უკრაინელებო,მაგრამ ჩვენი ძებნილი და დაუსწრებლად მსჯავრდებულები რისთვის გჭირდებათ?დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი-

ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, უკრაინელებო! მაგრამ ჩვენი სექტანტების ხელში, 2008 წელს ეს “მშვიდობა” ძალიან ძვირად დაგვიჯდა, ხოლო საკუთრივ სექტანტებმა ამ “მშვიდობის” დამყარებაზე მილიარდები გააკეთეს. მსგავს ფოტოებს რომ ვუყურებ, ორი კითხვა მებადება – ჩვენი ძებნილი და დაუსწრებლად მსჯავრდებულები რისთვის გჭირდებათ: 1) ადგილობრივი კადრები არ გყავთ თუ 2) ომის შემდგომ პერიოდში, დაქუცმაცებულ ქვეყანაში მილიარდობით საერთაშორისო დახმარების “სწორად” განაწილებაში გამოცდილი კადრები გჭირდებათ?ეს სურათები გადაღებულია სამი საათის წინ, რუმინეთთან საზღვრისპირა ქალაქ ჩერნოვციში. უკრაინის დე-იურე გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა და დე-ფაქტო გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი თავის სლოვაკელ კოლეგას ხვდებიან. ფოტოებს თავად აქვეყნებენ – “კიევში” ვართო და სიტუაციას ვაკონტროლებთო. სინამდვილეში სადაც არიან, კი მოგახსენეთ.საქართველო-უკრაინის ურთიერთობების უახლოეს ისტორიაში, ჩვენ მხოლოდ ერთი უკრაინელი ძებნილი შევიფარეთ – კიევის ყოფილი მერი ჩერნოვეცკი, ისიც სააკაშვილმა გააკეთა, მანვე მას საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. ის მოქალაქეობა, რომელსაც სულ ცოტა ხანში თავად დაემშვიდობა, როგორც გაირკვა, დიდი სიამოვნებით – საქართველოში ის ფულს ვეღარ გააკეთებდა. დღეს უკრაინაში მყოფი მერაბიშვილი, ადეიშვილი და ძმანი მათნი – “დანა/ჩანგლით” ელოდებიან ქვეყანაში პირველი საერთაშორისო ფინანსური ტრანშის შემოდინებას. ამ თვალსაზრისით, კი ბატონო – მათ ძალიან სურთ ამ ომის დროული დასრულება. უბრალოდ ვშიშობ – რომ მათ ხელში, უკრაინისთვის ეს პროცესი ისეთი ოპტიმისტური ვერ იქნებ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება