fbpx

მესმის რომ პრიორიტეტი ღარიბაშვილის გალანძღვაა,მაგრამ…-ლაშა ბუღაძე ტვ ,,მთავარს,, დაუპირისპირდა

მწერალმა ლაშა ბუღაძემ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში დასმული კითხვა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს უნდა იყოს მაგალით იმისთვის, რომ უხერხულ და იდიოტურ მდგომარეობაში არ აღმოვჩდეთ.

მაგალითად, როგორც მოქალაქეს მოლოდინი მაქვს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რომ ქართველი ჟურნალისტი ჰკითხავს, საქართველოს მიმართ საფრთხების შემთხვევაში რუსეთი მხრიდან, რეალისტური  საფრთხეების მხრიდან, რას მოიმოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატები. ამ შეკითხვას ველოდები, ვცდები? ბუნებრივია, ინსტიქტური მოლოდინი მაქვს ასეთი, რომ ეგზისტენციალური საფრთხე გვაქვს. მახსენდება მოლდოვა და საქართველო, უკრაინის მერე და ირაციონალური პუტინი რას მოიმოქმედებს გამარჯვების საკომპენსაციოდ, რომელსაც ვერ იღებს ის გამარჯვებად უკრაინაში და რა ქმედებას განახორციელებს, ეს მოლოდინი გვაქვს, ბუნებრივია, და არ ჩათვალოთ ახლა რომ ჩვენ ჩავაცივდით რომელიმე კონკრეტული ჟურნალისტს, ამ მაგალითს ვიხსენებ, იმიტომ რომ მაგალითია, რომ ასეთი შეცდომები ავიცილოთ, უხერხულ მდგომარეობაში, რაღაც იდიოტურ მდგომარეობაში არ აღმოვჩდეთ. მესმის რომ აქ არის პრიორიტეტი ღარიბაშვილი გალანძღოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სანქციები დაადოს რძის ნაწარმის გატანაზე და რა საკვირველია, მაგარამ, ეს საბოლოო ჯამში ვიწრო პოლიტიკური თემებია. ” – განაცხადა ლაშა ბუღაძემ “მთავარი არხის” ეთერში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება