fbpx

“ქურდბაცაცაა მაგი, “როლექსის” საათი და “არმანის” სათვალე მომპარა” – ნინა წკრიალაშვილს ყოფილი მეგობარი მამაკაცი უჩივის

ნინა წკრიალაშვილი სატელევიზიო გადაცემაში ია ფარულავას „ფარულ კონვერტში“ გამოჩნდა, სადაც მის ყოფილ მეგობარ მამაკაცზე, ბიზნესმენ გია შელეგიაზე სკანდალური განცხადებები გააკეთა.

„პრაიმამბები“ კი გია შელეგიას დაუკავშირდა და დასრულებულ ურთიერთობაზე ჰკითხა: 

“ქურდბაცაცაა მაგი, მაგან მომპარა რაღაცები და მერე ჩაუბარებია ლობარდში. მოატანინეს პოლიციელებმა. 

ვიცოდი ღირსების ორდენოსანი ქალი იყო და ეს რა გამიკეთა. ოთხკარატიანი ბრილიანტის პერსენი მქონდა, დამეკარგა და მერე უცებ გაჩნდა სახლში, ოღონდ თვალი აღარ ჰქონდა. კიდევ „როლექსის“ საათი და „არმანის“ საკოლექციო სათვალე მომპარა.

მოატანინეს მერე ის ნივთები, თურმე ლომბარდში ჩაუბარებია. ყვირის მაჩუქაო, არ მიჩუქებია. მოვითხოვ ბოდიში მომიხადოს და ყველაფერი დამიბრუნოს რაც ჩემგან აქვს. რამდენიმე დღის წინ, მაგის ადვოკატმა დამირეკა, მითხრა, იქნებ მოვრიგდეთო, ნივთებს დაგიბრუნებთო, ის ნივთები, რაც პოლიციაში დევს, ისედაც დამიბრუნდება, მე მინდა ყველაფერი დამიბრუნოს რაც ჩემგან მიიღო”, – განაცხადა გია შელეგიამ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება