fbpx

მოვუწოდებ ე.წ. მეორე ტურის მონაწილეებს, ქოცხროვის მომხრეებს, არ გამოხვიდეთ სახლებიდან, ერთხელ მაინც შეიყვარეთ სამშობლო

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მეორე ტურში მონაწილეობაზე ოფიციალურად თქვა უარი. მან განცხადებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც მიმართა, შემდეგ კი მოსახლეობას მოუწოდა, არ წავიდნენ მეორე ტურის არჩევნებზე, რადგან, როგორც ნათელაშვილი ამბობს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი.
“ჩვენ მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით, სადაც მე, შალვა ნათელაშვილი უარს ვაცხადებ მივიღო მონაწილეობა ნაძალადევის რაიონში მეორე ტურად წოდებულ საპარლამენტო მაჟორიტარულ არჩევნებში, რადგან ეს იქნება ჩემი ამაყი ნაძალადეველებისა და სრულიად საქართველოს შეურაცხყოფა იმ ფონზე, როცა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების პირველი ტური გააყალბა, თავს ლაფი დაგვახსა, ძალაუფლება მიიტაცა და ცდილობს, ახლა ეს შედეგები დაიკანონოს. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვუცხადებ ჩემს საყვარელ ნაძალადეველებს, რომ მათი ოჯახის წევრად ვრჩები, მათი დეპუტატი ვარ, მიუხედავად იმისა, სტატუსი რა მექნება, მათ გვერდით ვარ, მაგრამ ჩვენ, მთელმა საქართველომ ერთად უნდა მივაღწიოთ სამართლიან არჩევნებს, სადაც ხმას ექნება ფასი და ადამიანებს შეეძლებათ აირჩიონ ის ხელისუფლება, რომელიც მათ ინტერესებზე იმუშავებს და არ დააგირავებს ხალხის ნებას ბიტკოინებში, ობშორებში, კაზონოებსა და უცხოეთის ბანკებში. ეს ბოროტება, რასაც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, უნდა ამოვძირკვოთ და ამოვშანთოთ ჩვენი მამულიდან.მე მოვუწოდებ ე.წ. მეორე ტურის მონაწილეებს, ქოცხროვის მომხრეებს, კვირას რომ ტარდება – არ გამოხვიდეთ სახლებიდან, ერთხელ მაინც შეიყვარეთ სამშობლო თქვენს კუჭზე მეტად, თქვენს ჯიბეზე მეტად, თქვენს თანამდებობაზე მეტად, თქვენს ტენდერზე მეტად, თქვენს მილიონებზე მეტად, არ წახვიდეთ საარჩევნო უბანზე, იცოდეთ, ეს გზა იქნება ბერბიჭაშვილის გზა, ეს გზა იქნება შადიმანის გზა, ეს იქნება წიწამურის გზა, ეს იქნება ილიას შუბლზე ნასროლი ტყვია, დაოკდით ერთხელ მაინც” – მიმართა შალვა ნათელაშვილმა საზოგადოებას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება