fbpx

ქუთაისში, საახალწლო ღონისძიებები გალა- კონცერტით დასრულდა

ქუთაისში, პრემიერ- მინისტრის ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გალა- კონცერტით დასრულდა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი სცენიდან ქუთაისელებს ახალი წელი მიულოცა ანსამბლმა “შვიდკაცამ” და მომღერალმა ნოდარიკო ხუციშვილმა , ბენდთან ერთად . დავით აღმაშენებლის მოედანზე და ცენტრალურ ბულვარში , საშობაო ბაზრობაზე, მსურველებს ადგილობრივ ხელოვანთა და მეწარმეთა მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენა შეეძლოთ. მთელი დღის მანძილზე საბავშვო -გასართობ სივრცეებში პატარებისთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობები გაიმართა, მათ შორის ფოტო-სესია სანტა კლაუსთან. ქალაქის ცენტრში საზეიმო მსვლელობა მოაწყო მოძრავმა ორკესტრმა. “დღეს ქუთაისმა უმასპინძლა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებულ საახალწლო ღონისძიებებს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. მთელი დღის მანძილზე ქალაქში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, დღის ბოლოს კი, გალა კონცერტზე, ანსამბლ „შვიდკაცას“ და ნოდარიკო ხუციშვილს მოვუსმინეთ. დამდეგ ახალ წელს ვულოცავ ქუთაისელებს, ჩვენს სტუმრებს. ბედნიერი წელი დამდგარიყოს! „- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა. ,, პრემიერ -მინისტრის მხარდაჭერით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ შევძელით და იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შევუქმენით საზეიმო განწყობა ჩვენს თანამოქალაქეებს. დღეს ღონისძიებები გაიმართა ქუთაისში და მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა აქტივობა მოეწყო. კულმინაცია არის კონცერტი, სადაც ჩვენმა სახელოვანმა მომღერლებმა საკუთარი შემოქმედებით მიულოცეს დამდეგი ახალი წელი ქუთაისს.” – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ. საახალწლო ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება