fbpx

რომის მერმა პეტარდების გამოყენება აკრძალა!

იტალიის დედაქალაქის – რომის მერმა ბატონმა რობერტო გუალტერიმ 2021 წლის 31 დეკემბრიდან 2022 წლის 6 იანვრის შუაღამემდე საახალწლო ღონისძიებების გამართვის და სხვა შემთხვევევებშიც პეტარდებისა და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებების შემცველი გასართობი საშუალებების გამოყენება აკრძალა .

ამ აკრძალვის დამრღვევები რისკავენ 500 ევროს ოდენობით დაჯარიმებას დედაქალაქის ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება რომის მერმა ცხოველების და გარეულ ფრინველთა დამცველთა მოთხოვნით მიიღო : გასული წლის საახალწლო ფეიერვერკების შემდეგ რომის ქუჩები აფეთქებებისგან გულგახეთქილი და დახოცილი შოშიებით იყო მოფენილი.

აღნიშნული გადაწყვეტილება რომის მერიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. (https://www.comune.roma.it/web/it/notizia/botti-e-fuochi-vietati-da-capodanno-allepifania.page)

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება