fbpx

ქუთაისის მერიამ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა

ქუთაისის მერიამ იმ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო ახლა მშობლებთან ერთად ქუთაისში იმყოფებიან. უკრაინელი ბავშვებისთვის ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გასართობი ღონისძიება მოეწყო. ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ პატარა უკრაინელებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, ხოლო მათ მშობლებს კიდევ ერთხელ გამოუცხადეს თანადგომა და მხარდაჭერა. ” უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამო, ბევრი ადამიანი გახდა იძულებული დროებით დაეტოვებინა სამშობლო და თავშესაფარი მოეძებნა. ქუთაისმაც შეიფარა უკრაინის მოქალაქეები. განსაკუთრებულად რთულია ეს ვითარება ბავშვებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეწვია უკრაინელი ბავშვები ბოტანიკურ ბაღში და მათ ერთი ლამაზი , მხიარული დღე ვაჩუქეთ. ქუთაისის მერიას, პირადად მე ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ამ ოჯახებთან და მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვუგვაროთ ყველა ის საკითხი, რის თაობაზეც მოგვმართავენ. იმედი მაქვს, ომი უკრაინაში მალე დასრულდება და ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან,”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა, გაგრძელდება ყველა საჭირო მიმართულებით. ,,იმერეთში ომის დაწყების დღიდან დაახლოებით 200- მდე უკრაინელი ოჯახი ჩამოვიდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევუმსუბუქოდ ის ყოფა უკრაინელ ოჯახებს და ბავშვებს რაშიც ისინი არიან. ზოგადად ჩვენი მთავრობა აქამდეც ყველა პლატფორმაზე აფიქსირებდა უკრაინის მიმართ გვერდით დგომას. ჰუმანიტარული დახმარებები რასაც ვაკეთებთ და ვაგროვებთ გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება” -განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება