fbpx

ქობულეთის მერობის კანდიდატი ლევან ზოიძე- „გვსურს შევქმნათ განვითარების ისეთი მოდელი, სადაც თითოეული ქობულეთელი საკუთარ თავზე იგრძნობს კეთილდღეობას

ქობულეთის მერობის კანდიდატი ლევან ზოიძე- „გვსურს შევქმნათ განვითარების ისეთი მოდელი, სადაც თითოეული ქობულეთელი საკუთარ თავზე იგრძნობს კეთილდღეობას. სადაც გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ უკეთ გაუმკლავდნენ მათ წინაშე არსებულ სირთულეებს. თითოეულ ოჯახს სჭირდება არა ზოგადი, არამედ კონკრეტული, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები. გლობალური პანდემიის ფონზე გამოწვევები კი იმდენად დიდია, რომ ჩვენ არ გვაქვს დრო, საჭიროა მყისიერი ნაბიჯები, საბიუჯეტო პროგრამების ოპტიმალურად დაგეგმვა და კიდევ უფრო მეტი ტემპებით მუშაობა. ჩვენი პრიორიტეტია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტის დაფინანსება. ამავე დროს, მუნიციპალიტეტში არსებული, ახალი რესურსების ათვისება. ქობულეთის ტურისტული და სამრეწველო ზონის განვითარების ახალი პროექტი, ერთის მხრივ განვითარების ახალ შესაძლებლობებს მიცემს ქობულეთს, მეორე მხრივ კი ტურიზმის სტიმულირებას განაპირობებს“- /ქობულეთის მერობის კანდიდატი ლევან ზოიძე/

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება