fbpx

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეროვნული გვარდიის, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის, 204-
ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ვიცე-პოლკოვნიკმა მირზა ბეჟანიძემ,
ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის
მერიაში ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად დაესწრო.
ვიცე-პოლკოვნიკმა საჯარო მოხელეებსა და მოქალაქეებს ტერიტორიული რეზერვის
შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტების წლიური ანაზღაურება 4200
ლარია. ასევე ისინი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების მსგავსად, ჯანმრთელობის
დაზღვევის სრული პაკეტით ისარგებლებენ.
ტერიტორიულ რეზერვში ჩასარიცხად რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ საქართველოს
მოქალაქეობის მქონე პირებს 18-დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტებს 18-
დან 22 წლის ჩათვლით. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს
გაუფორმდებათ 4-წლიანი კონტრაქტი და საშუალება ექნებათ ისარგებლონ
სოციალური და სამართლებრივი დაცვით.
მოქალაქეები გაივლიან 45 დღიან ინტენსიურ საბრძოლო მომზადებას, რომელიც
თანაბრად გადანაწილდება 12 თვეზე (თვეში ერთი შაბათ-კვირა). ისინი რეზერვში
სამსახურის დროს შეიძენენ რეალურ საბრძოლო უნარებს. სტუდენტებს სარეზერვო
სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედრო სავალდებულო
სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ.
საბუთების მიღება მიმდინარეობს ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 10:00
საათიდან 16:00 საათამდე, ხოლო პარასკევს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ შემდეგ მისამართზე: onlinebct.mod.gov.ge

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება