fbpx

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრს გენერალ ქრისტოფერ კავოლიმ პირად რეზიდენციაში უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) შეხვედრის შემდეგ,
რომელიც ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა, თავდაცვის მინისტრს გენერალ ქრისტოფერ კავოლიმ
პირად რეზიდენციაში უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ და ევროპაში მოკავშირეთა ძალების
უმაღლესმა მთავარსარდალმა, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა
კრისტოფერ კავოლიმ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან
თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და
ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, მათ შორის, საქართველოს საჭიროებებზე
მორგებული დოკუმენტისა და გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის
ფარგლებში განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება