fbpx

ქვემო სამგორში, ცისკარიშვილის ქუჩაზე, №2 და №4 კორპუსების მიმდებარედ,
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ქვემო სამგორში, ცისკარიშვილის ქუჩაზე, №2 და №4 კორპუსების მიმდებარედ,
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 1 605 კვ. მ-ის ფართობზე ეწყობა,
რისთვისაც რაიონის ბიუჯეტიდან 82 108 ლარია გამოყოფილი.
გზის მოასფალტების სამუშაოები, ასევე, ხორციელდება იდუმალას ქუჩის №1, №3
და №5 კორპუსების მიმდებარედ, სადაც, ჯამში, ასფალტის საფარი 1 025 კვ.
მეტრის ფართობზე დაიგება. პროექტის ჯამური თანხა 60 676 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს, მერის მოადგილე კახა გულედანი, გამგებელთან კახა
სამხარაძესთან და გამგებლის მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება