fbpx

ნინო ქადაგიძე სანქციებზე: იმედს ვიტოვებ, წარმოდგენილი იქნება ან შესაბამისი მტკიცებულებები, ან საკითხი გადაიხედება კიდევ ერთხელ დეპარტამენტის მხრიდან


მაქსიმალურად მინდა ვიყო მშვიდი და კორექტული. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ წარმოდგენილი იქნება ან შესაბამისი მტკიცებულებები, ან საკითხი გადაიხედება კიდევ ერთხელ დეპარტამენტის მხრიდან, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძემ მოსამართლეების სანქცირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ეს განცხადებები სასამართლოში იწვევს ძალიან დიდ დაძაბულობას და მე, როგორც უზენაესი სასამართლოს და საბჭოს თავმჯდომარემ, მინდა ჩემ კოლეგებს მაქსიმალურად მოვუწოდო სიმშვიდისკენ, ასევე მინდა საზოგადოებას ვთხოვო, ჯერჯერობით ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანენ“, – აღნიშნა ქადაგიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება