fbpx

 „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში მართავს

გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. კამპანიის ფარგლებში, გიორგი ტყემალაძე ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე  ყაზბეგის გამზირზე იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

მმართველი პარტიის ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს დედაქალაქში განხორციელებული   მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თბილისის სწორი განვითარება კვლავ გაგრძელდება და სამომავლო პროექტები მოსახლეობის აქტიური ჩართულობით დაიგეგმება.

„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდები და ადგილზე ვეცნობი ყველა იმ პრობლემასა თუ სურვილს, რომელიც ადგილობრივებს აქვთ. დღევანდელი შეხვედრა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე გაიმართა, სადაც მოსახლეობასთან ერთად, თბილისში განხორციელებულ ყველა იმ ძირითად პროექტზე ვისაუბრეთ, რომელიც ქალაქის სწორი განვითარებისთვის აუცილებელი იყო. გარდა ამისა, სამომავლო გეგმებიც  განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ ყველა პროექტი, რომლის განხორციელებაც ამ უბანში გადაწყდება, მათი აქტიური ჩართულობით დაიგეგმება “- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში მართავს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება