fbpx

მამუკა წოწერია: ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება – ეს „ქართული ოცნების“  ზუგდიდის მერობის კანდიდატის მამუკა წოწოერიას ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ამის შესახებ მან სოფელ ჭითაწყარში ინდივიდუალური შეხვედრების დროს მოსახლეობას განუცხადა.

მამუკა წოწერია, როგორც სხვა სოფლებში ცაიშშიც კონკრეტული სამოქმედო გეგმით ჩავიდა, მისი განცხადებით სოფელს მალე ახალი საბავშვო ბაღი ექნება, წელსვე დაიწყება 5 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტის განხორციელება.

„მოსახლეობასთან  ერთად შევჯერდით  ძირითად პრიორიტეტებზე, რომელიც ამ სოფლისთვის არის აქტუალური. ჭითაწყარში ვაშენებთ საბავშვო ბაღს, რომლის ღირებულება 4 მილიონ  ლარს აჭარბებს  და ის გახლავთ ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ჩვენი მუნიციპალიტეტის  და ასევე აღსანიშნავია,  რომ ხუთ საბავშვო ბაღზე გამოცხადებულია ტენდერი და უახლოეს დღეებში დასრულდება, რომელსაც აფინანსებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. შესაბამისად ჩვენი მიზანია, ჩვენი მოსახლეობისგან გავიგოთ ის აქტუალური საკითხები, ძირითადი გამოწვევები და შესაბამისად ერთად დავგეგმოთ ამ გამოწვევების აღმომფხვრელი ღონისძიებები“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მერობის კანდიდატის განმარტებით ბაღებთან ერთად პრიორიტეტული იქნება სასკოლო ინფრასტრუქტურა, ზუგდიდში ამ დროისთვის ხუთი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრები მამუკა წოწერიამ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ჯანაშიასთან ერთად გამართა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება