fbpx

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთიდან დაიწყებს

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთით იწყებს.

პირველი შეხვედრა 10 აგვისტოს, 11.00 საათზე თელავში გაიმართება. მმართველი პარტია თელავის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს.

წარდგენას ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და ,,ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares