fbpx

ამ დროისთვის, ახალქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს აქრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება სწორედ ამ სასტუმროში დაიწყო

ახალქალაქის ცენტრში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ სისხლიანი დაპირისპირება მოხდა.  ადგილობრივი ახალგაზრდების დაპირისპირების შედეგად 27 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მას გულის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული.

ამ დროისთვის, ახალქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს აქრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება სწორედ ამ სასტუმროში დაიწყო და ახალგაზრდების ჯგუფს ჩხუბი მოუვიდა სასტუმროს მფლობელთან.

ხალხმა კიდევ ორი ​​საცხოვრებელი სახლი დაწვა, ერთი მაშტოცის ქუჩაზე, მეორე კი ახალქალაქის სპორტსკოლის მახლობლად. ცოტა ხნით ადრე, მიასნიკიანისა და ლაბანდიანის ქუჩებზე მდებარე სახლებსაც წაუკიდეს ცეცხლი. აღსანიშნავია, რომ ოთხივე სახლი უკავშირდება სასტუმრო “არტსეკის” მფლობელს, რომელსაც პირველს წაუკიდეს ცეცხლი.

ადგილზე, ასევე იმყოფება სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares