fbpx

„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს დაესწროს პლენარულ სხდომას და მონაწილეობა მიიღოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში.

„ორშაბათს, 26 ივლისს გაიმართება საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც განიხილება და დამტკიცდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დაესწრონ პლენარულ სხდომას და მონაწილეობა მიიღონ დასკვნის განხილვაში. თუ კვლავაც მიგაჩნიათ, რომ პარლამენტის მრავალთვიან საბოტაჟს, რომელმაც დააზიანა ქვეყნის ინტერესები, ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი, ნუ გაექცევით დისკუსიას და სცადეთ თქვენი სიმართლის დამტკიცება.

სხდომაში არმონაწილეობა შეფასდება როგორც დისკუსიისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება