fbpx

მედია ყოველთვის უნდა ფიქრობდეს ბავშვის უფლებაზე-ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს თავჯდომარე, კამილა მამედოვი

ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს თავჯდომარე, კამილა მამედოვი, გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება, სადაც ერთ-ერთი ჟურნალისტი, პრემიერ-მინისტრის არასრულწლოვან შვილებს ვიდეოს უღებს და ძალადობრივად მათგან ინტერვიუს აღებას ცდილობს.

ქარტიის წარმომადგენლის თქმით, მედიამ არ უნდა დაარღვიოს ბავშვთა უფლებები.

„მედია ყოველთვის უნდა ფიქრობდეს ბავშვის უფლებაზე, რომ არ მოხდეს არასრულწლოვანის ფსიქოლოგიური ტრავმირება. როდესაც მედია საკუთარი უფლებების ბრძოლისთვის ირჩევს ისეთ მეთოდებს, სადაც ბავშვების უფლებები ირღვევა ამ შემთხვევაში ჩვენ მოვუწოდებთ მათ არ დაკარგონ ადეკვატური ჩარჩოები“,- განაცხადა ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს თავჯდომარე, კამილა მამედოვმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება