fbpx

ქართველი ემიგრანტი ნანა თათეიშვილი-დავიძინე ერთ სამყაროში და გავიღვიძე სულ სხვაში…სადაც დისნეი ჯადოქარი აღარ არის, პარიზმა რომანტიკულობა დაკარგა,ნიუ ორკი აღარ გვიზიდავს…

.. დავიძინე ერთ სამყაროში და გავიღვიძე სულ სხვაში…სადაც დისნეი ჯადოქარი აღარ არის, პარიზმა რომანტიკულობა დაკარგა,ნიუ ორკი აღარ გვიზიდავს ,დიდი ჩინური კედელი არ გვაკვირვებს.ეკლესია და მექა ცარიელია.ჩახუტება და კოცნა იარაღია,მშობლების და მეგობრების შორიდან მოკითხვა სიყვარულის გამოვლინებაა…
უცებ მივხვდით ,რომ ძალაუფლებას, სილამაზეს და ფულს არანაირი ფასი არ გააჩნია და ვერ შეგიცვლიან იმ ჰაერს ,რომელიც ასე ძალიან გვჭირდება. სამყარო ცხოვრებას აგრძელებს და ის საოცრად ლამაზია.მან მხოლოდ ადამიანები ჩაკეტა თავიანთ ნაჭუჭში. არ მინდა დავიჯერო ,რომ უნდა მიგვახვედროს… ჩვენში არანაირი საჭიროება არ არსებობს. ცა,ჰაერი, წყალი და დედამიწა ჩვენს გარეშეც იარსებებენ და როდესაც დავბრუნდებით გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ სტუმრები და არა ბატონ-პატრონები ამ დედამიწაზე…მინდა დავბრუნდეთ ფერადად , მინდა დავბრუნდეთ შიშის გარეშე,სიყვარულით და ერთმანეთის პატივისცემით,ხვალინდელი დღის იმედით

გაუზიარე!

Shares