ქალაქ ბათუმის N4 საჯარო სკოლას დაარსებიდან 90 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სრულად განახლებულ სასკოლო სივრცეში საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ღონისძიებას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

მოწვეულმა სტუმრებმა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს საიუბილეო თარიღი მიულოცეს, მადლობა გადაუხადეს მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისთვის და მომავალ თაობებს წარმატებები უსურვეს. საიუბილეო საღამოს ფარგლებში სტუმრები სკოლის 90-წლიან ისტორიას გაეცნენ. წარმოდგენილი იყო მუსიკალური, ქორეოგრაფიული, ლიტერატურული, შემეცნებითი და სპორტული აქტივობები.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის N4 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა. 1100 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრული რეაბილიტაცია და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა საქართველოს მთავრობისა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება