„თბილისის განვითარების ფონდმა“ ფიროსმანის ქუჩა N29-ში არსებული შენობისრეაბილიტაცია დაიწყო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისისმუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ შენობა ისტორიული ძეგლია,ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა და თითოეული ორნამენტიშენარჩუნებული იქნება.„თბილისის განვითარების ფონდმა“ ჩუღურეთის რაიონში, ფიროსმანის ქუჩა N29-შიარსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია ხორციელდება. აღნიშნულ მისამართზექართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმიც მდებარეობს.შენობა, რომლის ფასადმა ჩვენამდე უცვლელად მოაღწია, აგებულია მე-19საუკუნის ბოლოს. არქიტექტურული თვალსაზრისით, ნაგებობა ეკლექტიკურისტილის მატარებელია და მხატვრული გამომსახველობითა და პროპორციებით,ქუჩას ორგანულად ერწყმის.პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განხორციელდება: საძირკვლისა დაკედლების აღდგენა-გამაგრების სამუშაოები; ფასადების აღდგენა-მოწესრიგებამათი პირვანდელი სახით; ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა,თითოეული ორნამენტი შენარჩუნებული იქნება. ეზოს ნაწილში არსებულიამორტიზებული და დაზიანებული ხის დეკორატიული ელემენტებისა დაშუშაბანდების პირვანდელი სახით აღდგენა მოხდება. ასევე, იგეგმებაკომუნიკაციების, წყლისა და წყალარინების ქსელების, ელექტროსადენებისმოწესრიგება, როგორც მიწის ქვეშ, ისე მიწის ზემოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.კახა კალაძემ სხდომის მიმდინარეობისას წარმოადგინა შენობა-ნაგებობისამსახველი ვიზუალური მასალა. მისივე თქმით, სამუშაოების შესრულებას 18 თვედასჭირდება.„რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ 53 ბენეფიციარს საცხოვრებელი პირობებისაგრძნობლად გაუუმჯობესდება და მათი უძრავი ქონების ღირებულება კიდევუფრო გაიზრდება. ძალიან მიხარია ამ ოჯახების სიხარული და ბედნიერება“, -განაცხადა დედაქალაქის მერმა.