fbpx

ფეხი ამომეკვეთა ამერიკის საელჩოში იან კელის შემდეგ-ნიკა გვარამია

ფეხი ამომეკვეთა ამერიკის საელჩოში იან კელის შემდეგ, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გავარამია „მთავარი აქცენტებში“ აცხადებს.

„იან კელის დროს აშშ-ის საელჩო გრანტებით ეხმარებოდა ოპოზიციურ მედიებს და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მათ სტაბილურობაში. იან კელი იყო კაცი, რომელთანაც მივდიოდი ყველა ჩემი პრობლემის მოსაყოლად და გადასაწყვეტად, რადგან საქართველოში არ არსებობდა ადგილი, სადაც მივიდოდი და ამას შევძლებდი.

იან კელი იყო კაცი, რომელიც თვეში მინიმუმ ორჯერ მაინც მმასპინძლობდა და მელაპარაკებოდა ჩემს პირად პრობლემაზე, მაგრამ რაც მთავარია მედიისა და დემოკრატიის პრობლემებზე საქართველოში.

ასეთი ამერიკის მწამს, ასეთი ამერიკის მჯერა, ასეთი ამერიკა მიყვარს, ასეთი ამერიკა სჭირდება ჩემს სამშობლოს, რომელსაც სხვა უფრო მნიშვნელოვანი მოკავშირე სამყაროში არ ყავს, იან კელი ამისი სიმბოლო იყო. როგორი უნდა იყოს დემოკრატიის მასწავლებელი და არა არბიტრი და ტყვეების გამოხსნაზე მოლაპარაკე. 

როგორც კი იან კელი წავიდა, „რუსთავი 2“ გახდა ყველანაირი დარტყმის სამიზნე. არც ერთი განცხადება ამერიკის საელჩოს ჩვენს დასაცავად არ გაუკეთებია. ფეხი ამომეკვეთა ამერიკის საელჩოში იანგ კელის შემდეგ“, – განაცხადა გვარამიამ.

გაუზიარე!

Shares